"ეს რა მიქენი, აქანე ვინცხა გერმანელი დამდევს" - კვირის პალიტრა

"ეს რა მიქენი, აქანე ვინცხა გერმანელი დამდევს"

გურულს მამა მოუკვდა. ფული ცოტა ჰქონდა. კოსტიუმი "მეორადებში" უყიდა და იმით დაკრძალა. ორი კვირის შემდეგ, დილით მეზობელი შემოხვდა და ჰკითხა:

- ეს რას ჰგავხარ? რა მოგივიდა? - ბიჯო, ყოველღამე მამაჩემი მესიზმრება და მეუბნება: ეს რა მიქენი, აქანე ვინცხა გერმანელი დამდევს, ჩემი კოსტიუმი დამიბრუნეთო!