"ეს რა მიქენი, აქანე ვინცხა გერმანელი დამდევს"
გურულს მამა მოუკვდა. ფული ცოტა ჰქონდა. კოსტიუმი "მეორადებში" უყიდა და იმით დაკრძალა. ორი კვირის შემდეგ, დილით მეზობელი შემოხვდა და ჰკითხა:
- ეს რას ჰგავხარ? რა მოგივიდა? - ბიჯო, ყოველღამე მამაჩემი მესიზმრება და მეუბნება: ეს რა მიქენი, აქანე ვინცხა გერმანელი დამდევს, ჩემი კოსტიუმი დამიბრუნეთო!