"ყვავილები გამეიყოლეთ" - კვირის პალიტრა

"ყვავილები გამეიყოლეთ"

გურულს მამა გაუხდა ცუდად და "სასწრაფოს" გამოუძახა. გავიდა 10 წუთი - "სასწრაფო" არ ჩანს. დაურეკა. გავიდა 20 წუთი - არ ჩანს. დაურეკა. გავიდა 40 წუთი - არ ჩანს. დაურეკა და ეუბნება: - ყვავილები გამეიყოლეთ, ყვავილები! - რათა? - ეკითხებიან. - აბა, სანამ მოხვალთ, მოკვდება კაცი და ხელცარიელი ხომ არ შემოხვალთ, სირცხვილია!