ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

გურიაში მამა ეძახის შვილს:

- ბონდოია, სა მიხვალ?

დუმილი...

- ბონდოია, სა მიხვალ-თქვა!

ისევ დუმილი...

- ბონდოია, გემეცი პასუხი, სა მიხვალ?!

- იქინე!

- ვერ იტყვი, მერე?

მოსამართლე მიმართავს დარბაზს:

- ბატონებო, დანაშაული უაღრესად ნიჭიერად, მაღალპროფესიულ დონეზე, ერუდიციისა და გამომგონებლობის დიდ საფეხურზეა ჩადენილი. აქ იგრძნობა დამნაშავის შინაგანი ესთეტიკა..

ბრალდებული:

- ტყუილად "მკერავთ", ბატონო მოსამართლევ, მაინც არ ვაღიარებ...

კაცი ქუჩაში მიდის და გაუჩერებლად იძახის: არა, არა, არა! ამ დროს მეგობარი შეხვდება:

- რა დაგემართა?

- ხელს ნუ მიშლი, ხვალ მმაჩის ბიუროში მივდივარ...

არა, არა, არა!