ანეკდოტები
იმერეთში ქორწილში მღერიან - "ვისია, ვისია ქალი ლამაზი?". მიხო გაბრაზდა და დაიყვირა: - ახლა არკვევთ მაგას, თქვენი დედა ვატირე?
გურიაში სუფრაზე სტუმარმა მის ირგვლივ რაც კი საჭმელსასმელი იყო, 5 წუთში გადასანსლა. მერე გვერდით მჯდომ გურულს გახედა და უთხრა:
- სიგარეტს მომაწევინებ?
- მე კი მოგაწევინებ, ძამა, მარა კვამლის ადგილი დაგრჩა მუცელში?
სამშობიაროს ექთანს სამი ტყუპი გოგო გამოჰყავს.
- ხომ კარგები არიან?
- კი, - ამბობს ნირწამხდარი მამა და ბავშვები მანქანისკენ მიჰყავს.
- მაგენს მანქანაში რომ ჩააწყობ, მობრუნდი, სამი კიდოა! - უყვირის ექთანი.