სვანი და "ხალადეცი" - კვირის პალიტრა

სვანი და "ხალადეცი"

სვანი სტუმრად იყო და "ხალადეცს" მიირთმევდა. გადაიღო ერთი ნაჭერი, გადაიღო მეორე, მესამე... სადაც შავი პილპილი ნახა, ხელსახოცში გაახვია და ჯიბეში ჩაიდო.

გამომშვიდობებისას დიასახლისმა უთხრა: - შეგამჩნიეთ, ჩემი "ხალადეცი" რომ მოგეწონათ და მინდა გაგატანოთ. აი, მოგიმზადეთ. - არა, რად მინდა?!. თესლი მიმაქვს... - უპასუხა სვანმა.