"თავიანთმა მამებმა წაიყვანეს, მაააშ!"
05-01-2020
"თავიანთმა მამებმა წაიყვანეს, მაააშ!"
მიხო სახლში ჩაფიქრებული მივიდა და ცოლს ეუბნება:
- მარო, გაიგე, ვისაც ხუთი შვილი ჰყამს, მთავრობა "მერსედესს" აძლემს!
- მერე, შენ რა გიხარია? ოთხი შვილი გყამს...
- უნდა გამოგიტყდე, რომა სიღნაღში ერთი ბიჭი "ლევად" გაჩენილი მყამს... ქალო, შენ რა, "მერსედესის" ჩუქებას ეხუმრები?!
- წადი და მაიყვანე რა, მე გიშველი?!

ორი დღის შემდეგ, მიხო სახლში ბიჭით დაბრუნდა, მაგრამ 4-ის ნაცვლად იქ მხოლოდ ერთი შვილი დახვდა.
- დედაკაცო, დანარჩენები სად არიან?!
- სანამ შენ სიღნაღში იყავი, თავიანთმა მამებმა წაიყვანეს, მაააშ!
- უპასუხა მარომ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები