ვინ როგორ ახალ წელს ნატრობს - კვირის პალიტრა

ვინ როგორ ახალ წელს ნატრობს

მოგეხსენებათ, ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც ყველა იმედის თვალით შეჰყურებს და ნატრობს, რომ მომავალი წელი მისთვის წარმატებული იყოს. ჩვენ შევძელით რამდენიმე პროფესიის ადამიანს გავსაუბრებოდით და გაგვეგო, რა სურთ მომავალ წელს რომ აუხდეთ:

პედაგოგი - ვისურვებ, მომავალ წელს ჩემი ხელფასი მინისტრის პრემიას გატოლებოდეს.

მცირე მეწარმე - სალარო-აპარატი წელიწადში მხოლოდ ერთხელ  შეცვლილიყოს.

ნივრის შემომტანი ბიზნესმენი - მუდამ ასე მუშაობდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მოსამართლე - (გულში) კანონი კანონობდეს და ქვეყანაში სამართალი ზეიმობდეს.

მინისტრი - მთავრობის სხდომები რთულ რელიეფურ პირობებში არ ჩატარებულიყოს.

ოპოზიცია - არჩევნებში მეორე ადგილზე ჩვენ გავსულიყავით.

პრეზიდენტი - მესამე ვადით პრეზიდენტობა დასავლეთში დემოკრატიულად მიჩნეულიყოს.

"ნაცმოძრაობის" წევრი - მე არაფერი მინდა, პრეზიდენტის ნატვრა ასრულებულიყოს.