01-03-2020
მსახიობ ჯემალ ღაღანიძის მოგონება:
გამოცდები
- თეატრალურ ინსტიტუტში მსახიობის ოსტატობაში მისაღებ გამოცდას იბარებდა ბატონი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე - შესანიშნავი რეჟისორი, პედაგოგი და არაჩვეულებრივი პიროვნება, სასცენო მეტყველებაში კი ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი. ვიცოდი, ითხოვდნენ ლექსს, იგავ-არაკს, პროზას. ასე თუ ისე, მომზადებული ვიყავი. ვკითხულობდი რევაზ მარგიანის ლექსს მშვიდობაზე, კრილოვის იგავ-არაკს "ბატები" და აკაკი ბელიაშვილის ნოველას "ბედის უკუღმართობა". რაც შეეხება ეტიუდებს, ცოტა დავიბენი. წინასწარ მომზადებას აზრი არ ჰქონდა. გამომცდელი რასაც მოიფიქრებდა, იმ ამოცანას მოგცემდა.
მეორე გამოცდა სასცენო მეტყველებაში მქონდა. ასე ამბობდნენ, ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი ძალიან მკაცრი და მომთხოვნიაო. - ყმაწვილო, აბა, წაგვიკითხე ლექსიო! - დავიწყე და... დავამთავრე. - ყმაწვილო, მოგწონს ეგ ლექსი? - მკითხა ქალბატონმა მალიკომ. სანამ პასუხს გავცემდი, თვალი ლამაზი, ნაწნავიანი ქალისკენ გაექცა. ის მალიკოს უკან იჯდა. ამ ლამაზმა ქალმა ხელით მანიშნა, - არაო! მეც, მექანიკურად ვუპასუხე, არა-მეთქი. - მაშინ, რატომ შეჩერდი ამ ლექსზე? - სკოლა საინგილოში დავამთავრე, ქართული ლიტერატურის არჩევის საშუალება არ იყო. ეს ლექსი კი გაზეთიდან ამოვიწერე, თან მშვიდობაზეა, - ვიმართლე თავი. - ჰოო, თქვეს და აღარ გააგრძელეს. წამაკითხეს იგავ-არაკი და ნოველა, ნოველაზე ბევრი იცინეს. მივხვდი, საქმე კარგად იყო. აუდიტორია გახარებულმა დავტოვე. ის ლამაზი ქალი ქალბატონი თათია ხაინდარავა აღმოჩნდა. იხილეთ სრულად
იყავი პირველი!