ესენი რომ მეკვლეებად მოვიდნენ: - კვირის პალიტრა

ესენი რომ მეკვლეებად მოვიდნენ:

თუ მიხეილ სააკაშვილი მოვიდა მეკვლედ, ტყუილად გაქვს იმედი, რომ აუტანელ ცოლს გასცილდები... არც წელს გაგცილდება, არც 2013-ში, და კაი ოცი წელი გეყოლება.

KvirisPalitra.Geთუ ალასანია მოვიდა, მომავალ წელს არც უკეთესობისკენ შეიცვლება რამე და არც უარესობისკენ.

KvirisPalitra.Geთუ გოგა ხაჩიძე მოვიდა, ყველა მეზობელს დაიჭერენ, შენს გარდა.

KvirisPalitra.Geთუ ვერა ქობალია მოვიდა მეკვლედ, წელიც კარგი იქნება, ტანიც, თვალებიც და ფეხებიც.

KvirisPalitra.Geთუ გიგი უგულავა მოვიდა მეკვლედ ცოლი ხელფასის ნახევარს არ დასჯერდება და მთელ ხელფასს მოგთხოვს.

KvirisPalitra.Geთუ მაია ასათიანი მოვიდა, ყველა გაიგებს, რომ საყვარელი გყავს.

KvirisPalitra.Geთუ ოქრუაშვილი მოვიდა, შეცვლილა ხელისუფლება და ვერ გაგიგია.

KvirisPalitra.Geთუ ლევან გაჩეჩილაძე მოვიდა, ვალების გასტუმრების პერსპექტივა გაგიჩნდება, მაგრამ მხოლოდ პერსპექტივა.

თუ მანდატური მოვიდა, მთელი წელი სიდედრი შენთან იცხოვრებს და ცოლს ვეღარ შეაგინებ.

თუ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი მოვიდა, ყველა გეტყვის, რომ ბედნიერი და მდიდარი ხარ, სინამდვილეში კი მთელი წელი მშიერი იქნები.

თუ უცხოელი ინგლისურის მასწავლებელი მოვიდა მეკვლედ, აღარ გაუშვა, 400 ლარს იძლევიან ბინის ქირად.