განაცხადი - კვირის პალიტრა

განაცხადი

მოგესალმებით, კვირის პალიტრა! ძალიან მიყვარს კურიოზების გვერდი. მინდა ერთი კურიოზი გიამბოთ, რომელიც ჩემს თანამშრომელს შეემთხვა. ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულებაში ვმუშაობ.

მოგეხსენებათ, საახალწლოდ ბევრს უნდა, რომ ოჯახს ახალი ნივთი შემატოს, ამიტომაც სესხის მთხოვნელთა რიცხვი იზრდება. რამდენიმე დღის წინ ჩემს თანამშრომელთან მივიდა შუახნის კაცი, რომელმაც განუცხადა, რომ უნდა სესხის აღება. თანამშრომელმა თავაზიანად მიაწოდა განაცხადის ფურცელი შესავსებად.

კლიენტმაც შეავსო და  უკან დაუბრუნა. აქ დაიწყო, რაც დაიწყო. გრაფაში სქესი - ჩაუწერია "კვირაში ხუთჯერ" (სექსი ეგონა). თანამშრომელმა გოგონამ უკან დაუბრუნა და ისევ თავაზიანად უთხრა, შეცდომით და არასწორად შევსებულ განაცხადს არ განიხილავენო, მამაკაცმა გამოართვა ფურცელი და სიტყვები "კვირაში ხუთჯერ" გადაასწორა "კვირაში ორჯერ".

ნინო ბ-ძე,  თბილისი