ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

დაგრჩებოდა...

კომუნისტების დროს რომ ბინა მიიღო ვაჟა გ-ძემ, მის მერე რემონტი არ გაუკეთებია. ორიოდე წლის წინ ცოტა ფულს მოუყარეს თავი მან და მისმა ცოლმა და გადაწყვიტეს სახლი გაელამაზებინათ. თუმცა ფული ბევრი არ ჰქონდათ და ხელოსნის ნაცვლად თავად დაიწყეს რემონტი. შპალერი რომ დარჩათ გასაკრავი, ვაჟამ  მეგობართან დარეკა, დათოს ზუსტად ისეთი პროექტის ბინა ჰქონდა, როგორიც მას.

მეგობარმა - მე 16 თოფი შპალერი დამჭირდა, შენც მაგდენი დაგჭირდებაო. ვაჟამაც დაუჯერა და 16 თოფი იყიდა და რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როცა 9 ცალი შპალერი დარჩა. გაცეცხლებულმა სასწრაფოდ დაურეკა მეგობარს:

- რატომ მაყიდვინე ამდენი შპალერი, 9 ცალი დამრჩა.

- დაგრჩებოდა, - მოესმა ყურმილიდან ვაჟას მეგობრის ხალისიანი ხმა - შენ წარმოიდგინე, მეც მასე დამრჩა.

იმის მაგივრად, ვაჟა უფრო გაცეცხლებულიUყო, გულიანად გაეცინა.

KvirisPalitra.Geხომ ხარ ტახივით?

ჩემი მეზობელი ვალერი  გლეხი იყო, მეურნეობაც მშვენივრად ჰქონდა მოწყობილი, სტუმარიც უყვარდა და კარგი იუმორითაც გამოირჩეოდა.

ყოველ კვირადღეს ვალერი  შარვალ-კოსტიუმში გამოეწყობოდა და ისე მიდიოდა ბაზარში პროდუქტების გასაყიდად, ეტყობა, ამ შარვალ-კოსტიუმით სხვა გლეხებში თავს იწონებდა. ერთხელაც კოხტად გამოწყობილი ბაზარში მივიდა, გლეხებში გაერია, უცებ იქვე მეზობლის  14 წლის დათო აესვეტა და ვალერის  დამცინავად შესძახა:

- გამარჯობა, ვალერა ძია, როგორ ხარ, ხომ ხარ ტახივით?

თავმომწონე გლეხს მოზარდისგან ასეთი მიმართვა არ მოეწონა, მაგრამ არ შეიმჩნია და გლეხებთან მასლაათი განაგრძო.

მეორე კვირას სიტუაცია განმეორდა:

- რავა ხარ, ვალერა ძია, ხომ ხარ ტახივით? - ჰკითხა ისევ ბიჭმა.

აქ კი ვეღარ მოითმინა ვალერიმ და უყვირა:

- ბიძია, შენ ატეხილი თუ ხარ, მითხარი, თუ არადა თავი დამანებეო.

დათო სირცხვილისგან გაიძურწა, ვალერიმ კი მოხარხარე გლეხებთან მასლაათი განაგრძო.