ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

გაქვს რამე მაგნაირი?

ეს ამბავი ჩემს სოფელში მოხდა რამდენიმე წლის წინ. როგორც მოგეხსენებათ, სოფლებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საბჭოთა დროინდელი ავტობუსები, ეგრეთ წოდებული "პაზიკები", რომლებიც მხოლოდ ბაზრობის დღეებში დადიან. ისიც მოგეხსენებათ ალბათ, რომ მიუხედავად ავტობუსების სიძველისა, მაინც კარგია მგზავრობა, რადგნ ათას მხიარულ ამბავს გაიგებ.

ამას წინათ ვიმგზავრე და ერთი ასეთი კურიოზი მოხდა. გადაჭედილ ავტობუსში ერთი ფაშფაშა ქალი ამოვიდა და მელოტი, 60 წლამდე კაცის წინ დადგა. რამდენჯერაც ავტობუსი დაამუხრუჭებდა, იმდენჯერ ეჯახებოდა ეს ქალი კაცს. ბოლოს კაცმა ვეღარ მოითმინა და დაუყვირა: - მოკიდეთ, ქალბატონო, რამეს ხელი!

- გაქვთ რამე მაგნაირი? უპასუხა ქალმა. ავტობუსი სიცილმა შეაზანზარა.

გია კასრაძე, თბილისი

KvirisPalitra.Geმხიარული ექიმი

ჩემს რაიონში ცხოვრობს და მოღვაწეობს შესანიშნავი ექიმი და პიროვნება ბატონი გურამ ბ-ძე. იგი ასევე საუკეთესო იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა. მრავალ გაჭირვებულს ეხმარება და ამიტომაც ყველა პატივს სცემს. ერთხელ, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, კართან ძმაკაცი დათო დახვდა, რომელმაც სთხოვა წაჰყოლოდა, ბებია გამიხდა ცუდადო. მარო ბებო 86 წლის გახლდათ და მისი ავადმყოფობა არავის გაეგონა. გურამი, რა თქმა უნდა, წაჰყვა მეგობარს, ბებოც გულდასმით გასინჯა და კარგი ჭაჭის არაყიც გადაკრა... მალე ხუმრობის ხასიათზეც დადგა:

- რას იტყვით, ექიმო, მალე მოვკვდები? - ჰკითხა ბებომ.

- მთლად მასე ვერ ვიტყვი, ბებო, მაგრამ ახალი სერიალის ყურებას ნუ დაიწყებ მაინც.

გოჩა მაისურაძე, რუსთავი