"რა ჯანდაბა გადააფრინა მასკმა, ლობიო ჩავადგი და არ იხარშება" - სახალისო ქუთაისური ამბები დათო ლიკლიკაძისგან - კვირის პალიტრა

"რა ჯანდაბა გადააფრინა მასკმა, ლობიო ჩავადგი და არ იხარშება" - სახალისო ქუთაისური ამბები დათო ლიკლიკაძისგან

"ჟურნალისტი, მსახიობი, ტურისტული კომპანიების გიდი დათო ლიკლიკაძე ჩვეული იუმორით მოუყვა ქუთაისურ კორონალურ ისტორიებს "კვირის პალიტრას", გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- კორონას მეორე ტალღა იქნებაო, ამბობენ, მაგრამ მგონია, ის მეორე ტალღა სუსტი უნდა იყოს. ქუთაისელები უკვე ხუმრობენ ამ კორონაზე. მაგალითად, არის ასეთი ხუმრობა - სიცხეს კარგად რომელ ბანკში უზომავენ, თიბისიში თუ ლიბერთიში? ზოგი ეჭვობს, ეს კორონა მოგონილია და ფრენები იმიტომ შეწყვიტეს, ილონ მასკს თანამგზავრები უნდა გაეშვაო... ამას წინათ, ჩვენს ეზოში იმნაირი კულტურული ქალი ჰყვებოდა, კაი ხანია ლობიო ჩავადგი, არ იხარშება, რა ჯანდაბა გადააფრინა ჩვენ თავზე მასკმაო. დავაკვალიანე, ქალბატონო, ლობიო წინდღეს უნდა დაალბოთ წყალში და გადასარევად იხარშება-მეთქი.

მინდა ძალიან მალე გამოაცხადონ, ყველა პაციენტი განიკურნაო და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. არ მინდა ქუჩაში ამდენ შეშინებულ ადამიანს ვხედავდე, მინდა სკოლები და ბაღები ახმაურდეს. ქუთაისში ცარიელია კაფეები, საიდანაც სულ ინგლისური, გერმანული და ფრანგული ლაპარაკი ისმოდა, ჩვენ სხვანაირი ტურისტები გვყავდა... ჩაკვდა ქალაქი და ლამის გავგიჟდე. მინდა ამ ხმების ისევ მოსმენა, ხმაური, ბავშვების ჟრიამული... სულ ვამბობ, რომ უნდა ვიხმაუროთ, თორემ სიჩუმე მოგვიღებს ბოლოს. იხილეთ სრულად