ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

გურიაში მატარებელი, რომლითაც პარლამენტარები მგზავრობდნენ, რელსებიდან გადავიდა. როდესაც მაშველები მივიდნენ, ნახეს, რომ მოსახლეობას ყველა დაემარხა.

- როგორ, არავინ იყო ცოცხალი? - იკითხა მაშველთა უფროსმა.

- ძამა, ზოგიერთები კი გვიმტკიცებდნენ, ცოცხლები ვართო, მარა პოლიტიკოსებს დაეჯერებათ რამე? სულ ტყუილებს ამბობენ, - უპასუხეს ადგილობრივებმა.

KvirisPalitra.Geგოგონა შედის ლიფტში:

- ვაიმე, აქ რამდენიანი უნდა ჩავაგდო?

- 5-თეთრიანი, - უპასუხა ჭიჭიკიამ.

- ათიანი რომ ჩავაგდო, რა მოხდება?

- უფრო ჩქარა აგიყვანს.