ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა:

- აქ რას აკეთებ?

- შენ ვინ ხარ? - კითხვა შეუბრუნა მთვრალმა.

- პატრული!

- საზღვაო თუ სახმელეთო?

- სახმელეთო.

- აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი...

საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ბიზნესმენის დღიურიდან:

პირველი დღე: მთელი დღე ვქეიფობდით ქართველ ბიზნესმენებთან ერთად. კინაღამ მოვკვდი.

მეორე დღე: ნეტავ გუშინ მოვმკვდარიყავი.

- გავიგე, სიდედრთან გიჩხუბია...

- კი, აგრარულ საკითხებში ვერ შევთანხმდით.

- ეგ როგორ?

- როგორ და მას ურჩევნია მე ვიყო მიწაში, მე - პირიქით.