იმერული სხარტულები ქორწილებსა და გასვენებებზე - კვირის პალიტრა

იმერული სხარტულები ქორწილებსა და გასვენებებზე

ქორწილში ისეთი პატარძალი იყო, თამადა სჯობდა.

ქორწილისთვის ჭიჭიკიას იმხელა სეფა ჰქონდა გაშლილი, მერიქიფეები მოტოციკლებით დარბოდნენ.

დაისის ცეკვის დროს პატარძალი ისე ჩქარა ცეკვავდა, სიძე ტაქსითაც ვერ დაეწია.

გასვენებაში ისეთი გვირგვინი მიიტანეს, მკვდარმა გამოართვა.

მიცვალებულს ისე ჩქარა მიასვენებდნენ, საწყალი კუბოს სახელურებს იყო ჩაფრენილი.

გასვენებაში იმდენი ხალხი მოვიდა, მკვდარი ჩამოატარეს.

გიორგი ბაღდავაძე, ქუთაისი