პოლიტიკოსთა მარგალიტები - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსთა მარგალიტები

მიხეილ სააკაშვილი:

"აქვე ახლოს, კავკასიონზე ამირანი, ანუ პრომეთე იყო მიბმული".

შალვა ნათელაშვილი: "ბოდიშს ვიხდი კურდღელთან, მაგრამ ეს კაცი (სააკაშვილი) კურდღელიც აღარ არის".

სოსო შატბერაშვილი: "ლეიბორისტული პარტია რომ არა, თბილისის სასაფლაოები ცარიელი იქნებოდა". '

ზვიად ძიძიგური მიმართავს ტერი დევისს: "რას გეტყვი, იცი, ჩემო ტერი"...''

ლევან გაჩეჩილაძე: "ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ, ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით".

გიგი უგულავა: "როგორც სახარებაში წერია: ზოგჯერ მილიონით დახმარებას, ორი კაპიკით დახმარება ჯობია".

ბაკურ კვეზერელი: "ხორბლის მარაგი გარდამავალია"

ელენე თევდორაძე: "სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილო".