ასწავლა - კვირის პალიტრა

ასწავლა

ვაგზლის მოედნისკენ მიმავალ ავტობუსში ხანში შესული ქალი ამოდის.

სასწრაფოდ უთმობენ ადგილს.

ფერმკრთალი ქალი სკამზე დაეშვა და მაშინვე გაუბა საუბარი მის გვერდით მჯდომ ჩაპუტკუნებულ ქალს:

- კუჭი მტკივა, შვილო, საჭმელი არ მაქვს, მარა, რასაც ვჭამ, ისიც მწყენს.

ქალი თანაგრძნობით უკანტურებს თავს.

- სახსრებიც მტეხავს, დედა... სიარული მიჭირს და თავიც მიბრუის, წნევა მაქვს ცვალებადი.  გვერდით მჯდომი ქალი ამჯერად სიჩუმეს ამჯობინებს.

- ხო, დედა... თირკმლებიც მაწუხებს... არც გული მაქვს კარგად.

საერთო სიჩუმე.

უყურადღებობით გაბრაზებული მოხუცი უკან მჯდომ ახალგაზრდას მიუბრუნდა:

- ჩემი შვილიშვილისხელა ხარ, ბებია, და რა დაგიმალო, შაქარი მაქვს... გემოგლობინიც არაა ნორმაზე. დღეში ერთხელ მეტად ვერ ვშარდავ! - აპა!

თავშეკავებული სიცილი.

ავტობუსი ვაგზლის მოედანს უახლოვდება.

- დედა, - მიმართავს მძღოლს... - კუკიაზე, რომელი ტრანსპორტით უნდა ევიდე?

- კატაფალკით, ბებოჯან... კატაფალკით - სერიოზულად პასუხობს მძღოლი.

რეისი დასრულდა...

მურმან მერკვილიშვილი