ასწავლა
ვაგზლის მოედნისკენ მიმავალ ავტობუსში ხანში შესული ქალი ამოდის.
სასწრაფოდ უთმობენ ადგილს.
ფერმკრთალი ქალი სკამზე დაეშვა და მაშინვე გაუბა საუბარი მის გვერდით მჯდომ ჩაპუტკუნებულ ქალს:
- კუჭი მტკივა, შვილო, საჭმელი არ მაქვს, მარა, რასაც ვჭამ, ისიც მწყენს.
ქალი თანაგრძნობით უკანტურებს თავს.
- სახსრებიც მტეხავს, დედა... სიარული მიჭირს და თავიც მიბრუის, წნევა მაქვს ცვალებადი. გვერდით მჯდომი ქალი ამჯერად სიჩუმეს ამჯობინებს.
- ხო, დედა... თირკმლებიც მაწუხებს... არც გული მაქვს კარგად.
საერთო სიჩუმე.
უყურადღებობით გაბრაზებული მოხუცი უკან მჯდომ ახალგაზრდას მიუბრუნდა:
- ჩემი შვილიშვილისხელა ხარ, ბებია, და რა დაგიმალო, შაქარი მაქვს... გემოგლობინიც არაა ნორმაზე. დღეში ერთხელ მეტად ვერ ვშარდავ! - აპა!
თავშეკავებული სიცილი.
ავტობუსი ვაგზლის მოედანს უახლოვდება.
- დედა, - მიმართავს მძღოლს... - კუკიაზე, რომელი ტრანსპორტით უნდა ევიდე?
- კატაფალკით, ბებოჯან... კატაფალკით - სერიოზულად პასუხობს მძღოლი.
რეისი დასრულდა...
მურმან მერკვილიშვილი