ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ჩემს ადგილს დავუთმობ

როგორც იქნა, დაადგა საშველი ჩემს მეზობელ ვალოდას და შეირთო ცოლი 35 წლის ასაკში. მთელი სამეზობლო დიდ ამბავში ვიყავით, ქორწილისთვის ვემზადებოდით, თუმცა ვალოდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ჯერ საერთოდ არ მოჰყავდა ცოლი და ახლა დაიჟინა, 400-კაციანი ქორწილი უნდა გადავიხადოო.

ბევრი ვუჩიჩინეთ, არ ღირს ამხელა ხარჯიო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. რაღას ვიზამდით, გავშალეთ უზარმაზარი სეფა და შევუდექით სკამებისა და მაგიდების დალაგებას. ყველა წვრილმანს ვალოდას ვუთანხმებდით, მერე რამე გაუგებრობა რომ  არ მომხდარიყო. გივი (სუფრის თავკაცი) ხალხის განლაგებითაც დაინტერესდა და სიძეს ჰკითხა:

- ვალოდა, როგორ დავსვათ ხალხი, რა პრინციპით?

- რა პრინციპით და, ვინც 50 ლარს მოიტანს - მარცხნივ, ვინც 100-ს მოიტანს - მარჯვნივ.

- ვთქვათ, ვინმემ 1.000 მოიტანა, სად დავსვათ? - ჩაიცინა გივიმ.

- მასეთი მოვიდოდეს და ჩემს ადგილს დავუთმობ, - სერიოზული სახით "იხუმრა" სიძემ.