ლექსი ბადრისა და ლევანისა - კვირის პალიტრა

ლექსი ბადრისა და ლევანისა

ბადრიმ თქვა, ბურჯანაძისამ,

შიბნ გავიარე ცისანი,

დავლაშქრე აეროპორტი

მარტომ მიუნხენისანი;

ტრაპთან შამამხვდნენ ხორონი

"ქართული პარტიისანი,"

ეროსს თვალ ვკიდე, ბერხენსა,

არ ჩანდა ავი ზნისანი,

იქვე დგა გაჩეჩილაძეც,

დრონ იყვნეს

შუაღამისანი,

წამომიფრინდა

"გრეჩიხა",

თვალნი მარისხა

ხთისანი...

შეიბნეს ბადრი -

ლევანი,

მაშინ დაიძრნეს მიწანი,

გაკვირდნენ მებაჟეები,

სადაურნი ხართ,

ტყისანნი?

დრო აღარ დარჩა

ბადრისა,

ხანი რომ ჰქონდეს

ცდისანი,

ხელსა იფარებს, ვერ

ფარავს,

ლევან ჩქარია

კლდისანი.

შემოახია კალთანი,

არ იყო ჯავშანისანი;

წაიბორძიკა ბადრიმა,

დრონ იყვნეს

წაქცევისანი...

იარებოდა ნინოი,

თვალცრემლიანი, მტირალი,

ჩემს ქმარს ”გრეჩიხა" შაჰყრია,

გაჯავრებული ტიალი;

არც ლევან იყო ჯაბანი,

არც ჩემ ქმარ შახვდა ჭკვიანი,

მათ გაულახავთ ერთურთი

არ დარჩეს სირცხვილიანნი.

ტირილით წყლულებს უხვევდა,

შარვალს კემსავდა ძაფითა,

ჩემი ნაყიდი ,,კოსტუმი",

ტიალმა როგორ დაფლითა?

მაგის მეტს აღარ გიტირებ,

შენ არ ხარ სატირალია,

ერთ კაც ხომ მაინც გამოხველ,

ლევანთან მეომარია...

ხან ბადრი, ხანაც ”გრეჩიხა"

ელანდებოდა ფიქრებსა,

ხან ლევან ვითომ იმის ქმარს

ტანზეით აყრის

წიხლებსა,

ხან იფიქრებდა, რას

გვარგებს,

ერთურთზე სიტყვა

ძვირისა,

იქნება სოზარ

სუბარი

ჩემზე მწარედა

სტირისა,

წავიდე, მეც იქ

მივიდე,

ვუთხრა საერთო

ჭირისა,

ისიც მიამბობს მის

ამბავს,

მეც ვეტყვი ჩემ

პარტიისას.

P.S. ასე დასრულდა,

მკითხველო,

ამბები მიუნხენისა,

თოლებს ვადევნებთ

მოვლენებს,

მალე გიამბობთ

წყნეთისას...