კურიოზები სასამართლოში - კვირის პალიტრა

კურიოზები სასამართლოში

ზუგდიდში მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა.

მსჯავრდადებულის ჭირისუფალმა მიაწყევლა:

"- უი, შენ კი გაგიშავდეს ეგ მანტია!".

მოსამართლე მოწმეს: - დაბადების ადგილი.

მოწმე: - პირველი სამშობიარო.

ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტ ქალს დაავალეს მოეძია მასალები ქალის გაუპატიურებაზე (რამდენად ხშირად ხდება და ა.შ.)

მივიდა თავისი რაიონის პროკურატურაში, სადაც მუშაობდა მისი კლასელი კაცი.

კაცი ეკითხება: რამ შეგაწუხაო?

ჟურნალისტმა კი უპასუხა: რამ შემაწუხა ჩემო ბესო და, გაუპატიურება მინდაო.

სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ადვოკატმა მაგარი არგუმენტები დაუდო პროკურორს. მოკლედ, პროკურორი აგებს პროცესს და თავისი ჭკუით, საქმე რომ არ წაეგო,  პროცესის მსვლელობის დროს წამოხტა და თქვა, დუმილის უფლებას ვიყენებო.