ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

"დგარი"

მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება ხალხის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას არჩევნების წინ იჩენს. ბოლო არჩევნებზე, ეტყობა, "ყაზტრანსგაზი" გააფრთხილეს, არჩევნებამდე მომხმარებელი არ შეაწუხოთო. გათენდა 31 მაისი და ინკასატორები შეესივნენ მოვალეებს. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. მტყუან-მართალს არავინ არჩევდა.

სადარბაზოში ძირითად მილს, საიდანაც ცალკეულ მომხმარებელზე ნაწილდება გაზი, რუსულად "სტოიკა" ჰქვია;  ჩვენმა "ყაზტრანსგაზელებმა" გადათარგმნეს და მიიღეს "დგარი".

ერთმა ქალბატონმა მესამე სართულიდან გადმოსძახა ინკასატორს:

- მე რატომ გამითიშეთ გაზი?

ინკასატორმა კი ასძახა:

-თქვენც ამ დგარზე ზიხართ, ქალბატონო!

ამდგარზე ზიხაროოო? გადმოფრინდა მესამე სართულიდან ცოცხი,  იატაკის ჯოხი, ქვაბის სახურავი...

შეცბუნებული ინკასატორი სასწრაფოდ იქაურობას გაეცალა.

ი.კ.

KvirisPalitra.Geქვითარი

ნათესავის მეგობარს დედა გარდაეცვალა. დაკრძალვის დღეს კონვერტში ჩადო ფული და წერილიც დაურთო თავისი ვინაობით. ქელეხში ვერ დარჩა, სამსახურში მოუხდა სასწრაფოდ წასვლა, ამიტომ  კონვერტი ჭირისუფალს ჯიბეში ჩაუდო, ბოდიში მოუხადა და წავიდა. როცა მოიცალა, გაახსენდა, რომ გაზის ფული ჰქონდა გადასახდელი და ქვითარი მოძებნა, ისიც კონვერტში ჩადებული, მაგრამ ვერ იპოვა, სამაგიეროდ, იპოვა ის კონვერტი, სადაც ჭირისუფლისთვის გადასაცემი წერილი და თანხა იდო...

უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მეორე მეგობარს შესჩივლა; მეგობარმა - ნუ გეშინია, სვანია, ვერაფერს გაიგებს, ის კი არა, შეიძლება გაზის გადასახადიც კი გადაიხადოსო.

ასეც მოხდა. სვან ჭირისუფალს გაზის ფული გადაუხდია და თავისი მეუღლისთვის გადახდილი ქვითარიც Uუჩვენებია, რისთვისაც მისგან გაზის გადასახადის დროულად გადახდისათვის მადლობაც მიუღია.

ი.კ.