- რა ენაზე ლაპარაკობს? - კვირის პალიტრა

- რა ენაზე ლაპარაკობს?

სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ქსენია ჯღარკავა საკმაოდ ენაკვიმატი ქალია. მისი გამონათქვამები არაერთხელ გამხდარა გარშემო მყოფთა სიცილის მიზეზი. აი,

ერთი მათგანი:

ქსენიას უფროსი ვაჟი, ელგუჯა სწავლით თავს დიდად არ იწუხებდა. ქსენიას ხშირად უწევდა მასწავლებლებისაგან საყვედურების მოსმენა. .ერთ-ერთ მშობელთა კრებაზე ელგუჯა წყალს გაატანეს. გერმანულის მასწავლებელმა - ინჩიბინჩი არ იცის გერმანულისო, რუსულის მასწავლებელმა - ორი ღერი რუსული ვერ ისწავლაო, ქართულის მასწავლებელმა - ქართულის წიგნი ვერ ავაღებინე ხელშიო. უსმინა, უსმინა გაოცებულმა ქსენიამ და წამოიძახა: - კი მაგრამ, გერმანული თუ ამან არ იცის, რუსული არ იცის, ქართული არ იცის, მაშინ რა ენაზე ლაპარაკობს, გამაგებინეთო.