ორდღიანი მგზავრობა - კვირის პალიტრა

ორდღიანი მგზავრობა

რამდენიმე დღის წინ იმერეთიდან თბილისში მიკროავტობუსით ვბრუნდებოდი. უკანა სავარძელზე საკმაოდ ნასვამი ორი ახალგაზრდა მამაკაცი თვლემდა. როცა

მანქანა უხერხულად მოუხვევდა, ერთი მათგანი იღვიძებდა, - აუ, კიდე არ ჩავსულვართ, ჩემიო, - იტყოდა და მაშინვე ჩასთვლემდა. რიკოთის გვირაბთან მისვლამდე ასე რამდენჯერმე განმეორდა. გვირაბში რომ შევედით, არ ვიცი, რატომ, მაგრამ  გამოეღვიძა: - აუ, დაღამდა ჩემი და ჩვენ ისევ მარშრუტკაში ვართო, - თქვა და კვლავ ჩასთვლიმა. გვირაბიდან გამოვედით. ცოტა მანძილი გავიარეთ და ისევ გაეღვიძა, - ვაიმე, გათენებულა, რა ამდენი ჩაუსვლელი გვჭირს, ტო, ორი დღეა მოვდივართ! - აუწია ხმას, თუმცა ძილი მალევე მოერია და "საწყის პოზიციას" დაუბრუნდა.