უნდა დამემტკიცებინა, რომ მამალაშვილი ვარ - კვირის პალიტრა

უნდა დამემტკიცებინა, რომ მამალაშვილი ვარ

ერთ ახალგაზრდას, გვარად მამალაშვილს, უყვარდა გოგონა, თუმცა ამ უკანასკნელის მშობლები წინააღმდეგი იყვნენ მათი ქორწინების.

ბიჭმა გოგონა მოიტაცა, მაგრამ ხელი არ დაუკარებია, ისე დაუბრუნა ოჯახს. გავიდა ხანი და იმ ბიჭს მოტაცებული გოგონას ნათქვამი მოუვიდა - მამალაშვილი კი არა, დედალაშვილი ყოფილხარო. გაბრაზდა ბიჭი, ისევ მოიტაცა გოგონა, ორი ღამე ჰყავდა და ისევ დააბრუნა უკან.

მოძალადე, რა თქმა უნდა, დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს. როდესაც თანასაკნელები ეკითხებოდნენ, რაზე ზიხარო, პასუხობდა:

- უნდა დამემტკიცებინა, რომ მამალაშვილი ვარ და არა -  დედალაშვილიო.