"ბიძია, მე ვდგავარ აგერ კაი ადგილას და მე მომასხით მაი წყალი" - კვირის პალიტრა

"ბიძია, მე ვდგავარ აგერ კაი ადგილას და მე მომასხით მაი წყალი"

გურულების იუმორზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ ეს მაინც ამოუწურავი თემაა. "ხუმრობა და ენაკვიმატობა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, მათი ცხოვრების წესი. როცა გურიაში ხარ, თანამოსაუბრემ შეიძლება ისეთი რამ გითხრას, რაც ნამდვილი მარგალიტია, მაგრამ ეს თავად არ იცოდეს", - ამბობს მსახიობი რომა ქერქაძე:

ჩემს მშობლიურ ოზურგეთის რაიონში არის სოფელი ფამფალეთი, სადაც ამ სოფლის კოლორიტი ბადრი მჟავია ცხოვრობდა. ბადრი "მოსასპობი" ენით და კვიმატი ხუმრობით იყო ცნობილი. ერთხელ სოფელში ტყეს ცეცხლი მოეკიდა. შეშინებულმა ხალხმა მაშინვე სახანძროში დარეკა. მოვიდნენ მეხანძრეები, საბედნიეროდ, წყალი კი ჰქონდათ, მაგრამ დიდი სჯა-ბაასი და დებატები გამართეს: ძამა, ამ "პაჟარს" აქიდან ვერ მივუდგებით, ნამეტანი ციცაბო ადგილიაო, იქიდან ვერ ავალთ, ეკალბარდიაო... კაი ხანს უსმენდა და უყურებდა ბადრიე, ბოლოს ვეღარ მეითმინა და უთხრა, ბიძია, მე ვდგავარ აგერ კაი მოსახერხებელ ადგილას და მე მომასხით მაი წყალი, აბა, "პაჟარს" მაინც ვერ აქრობთო... (იხილეთ სრულად)