ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ბანკომატი

სოფელში ერთი მეზობელი მყავს, სახელად ბესო, ძალიან მშრომელი და პატიოსანი კაცია, სულ საქმიანობს. ამიტომ ქალაქში იშვიათად ჩამოდის და შესაბამისად  ახალი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებაც არაფერი იცის. ერთი, რაც უნახავს, სათამაშო კომპიუტერია, რომელიც მისი ბიძაშვილის შვილს, პატარა ვანიკოს ჩამოუტანეს საჩუქრად, თუმცა არა მარტო ვანიკო, მთელი სოფლის ახალგაზრდობა ერთობა ამ "გამცდენი" ყუთით.

ერთხელ ბესო თბილისში ჩამოვიდა საქმეზე და გაყოლა მთხოვა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს, ჩქარობდა, "მარშრუტკას" უნდა მივუსწრო, ერთ საათში გადისო. მე ფული არ მქონდა ჯიბეში და ბანკომატთან მივედი, აქ კი იფეთქა ბესომ:

- რა არის, ნიკაია, კომპიუტერია თუ რაღაც ოხრობის თამაშის დროა ახლა? ხომ გითხარი, მეჩქარება-თქვა! გაოცებულმა გავხედე, ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი, მაგრამ მის სერიოზულ სახეს რომ შევხედე, სანამ ვინმე გაიგონებდა, მანამ მოვშორდი ბანკომატს. მერე დიდხანს ვუხსნიდი იმ აპარატის დანიშნულებას, რომელთანაც სათამაშოდ არ მივსულვარ.

ნიკა, კ. თბილისი