ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ალოოო, რადიომიმღებია? - რეკავს სვანი რადიოში.

– - დიახ, რით დაგეხმაროთ?

– - ახლა თქვენს რადიოს ვუსმენ და იქნება ცოტა ხმას ჩაუწიოთ რა, მეზობლად მიცვალებული ჰყავთ და სირცხვილია.

KvirisPalitra.Ge***

- ეს ქალი რწმენისთვის იტანჯება.

- და რისი სწამს?

- სწამს, რომ 39 ზომა ფეხზე 37 ზომა ფეხსაცმლის ჩაცმა შეუძლია.

***

KvirisPalitra.Geაწყობილი აქვს პილოტს საქმე -მიფრინდება აეროპორტში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება.

აწყობილი აქვს მატარებლის მემანქანეს საქმე - მივა ვაგზალში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება.

აწყობილი აქვს მეზღვაურს საქმე - მიცურდება პორტში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება.

მარტო გოგონას ვერ აქვს საქმე აწყობილი, ის ხან პორტში უნდა იყოს, ხან აეროპორტში და ხანაც ვაგზალზე.

***

KvirisPalitra.Geპაციენტი საოპერაციოდან გამორბის. წინ მთავარი ექიმი შეხვდება და ეკითხება:

- რატომ გარბიხარ?

- ექთანმა თქვა, ნუ გეშინია, ბრმა ნაწლავის ოპერაცია უმარტივესიაო.

- მერე რა, თქვენი დამშვიდება უნდოდა.

- მე კი არა, ქირურგს ეუბნებოდა!