ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

მოსწავლე და მასწავლებელი

ჩემი მეუღლე 15 წელია, მასწავლებელია. მოგეხსენებათ, განათლების რეფორმის მიხედვით მასწავლებლებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ პროფესიულ საგანსა და ზოგად უნარებში. ჩემმა მეუღლემაც გადაწყვიტა გამოცდაზე გასვლა. ამას წინათ ერთად მივდიოდით ქუჩაში. წინ ახალგაზრდების ჯგუფი შემოგვხვდა, რომლებიც მეუღლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი აბიტურიენტი იყო და მასწავლებელი მოსწავლის მდგომარეობით დაინტერესდა. მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

- რა ქენი, შვილო, უნარების გამოცდა ჩააბარე?

- არ ვიცი, მასწავლებელო, დავწერე, მაგრამ ჯერ პასუხი არ არის, - უპასუხა მოსწავლემ და დაუმატა: - კი მერიდება, ნანა მასწავლებელო, მაგრამ თქვენ რა ქენით უნარების გამოცდაზე?

- მეც იგივე  - დავწერე და პასუხს ველოდები.

- აი, ესაა განათლების რეფორმა, - ჩაილაპარაკა ერთმა მოსწავლემ.

ყველას გაგვეცინა.

მ. თარგამაძე