ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ქალები საუბრობენ:

- ჩემი ქმარი "მშვილდოსანია", ამიტომ გადავწყვიტე, დაბადების დღეზე მშვილდი ვაჩუქო...

- ჩემი ქმარი "თევზებია", ამიტომაც დაბადების დღეზე აკვარიუმს ვაჩუქებ...

- ჩემი ქმარი კი... ჩემი ქმარი "თხის რქაა..."

KvirisPalitra.Geპატარა მიხო მანქანას ხელს უწევს:

- ძია, სკოლამდე მიმიყვანე, რა!

- მე სხვა მხარეს მივდივარ.

- მთლად უკეთესი!

KvirisPalitra.Ge- ბიძა მყავს ამერიკაში, მილიონერია. მომწერა, დავბრმავდი და ჩამოდი, ჩემს ბიზნესს მიხედეო.

- ბიჭო, ჩამოვიდეს საქართველოში თავისი მილიონებით და აქ დაიწყოს ბიზნესი.

- დაბრმავდა-მეთქი, კი არ დარეხვილა.

KvirisPalitra.Geდაქალების საუბრიდან:

- ორსულობის ტესტი ჩავაბარე!

- რთული შეკითხვები იყო?

.