ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ამას წინათ ვმგზავრობდი თბილისიდან გორამდე სამარშრუტო ტაქსით. მოგეხსენებათ, სანამ მგზავრებით არ გაივსება, არ გადიან ხოლმე, ასე იყო ამჯერადაც. ძალიან ცხელოდა და ხალხი არ იყო, მძღოლი გაბრაზებული იგინებოდა და ამინდის გაუარესებას აპროტესტებდა. ამ დროს "მარშრუტკაში" ამოვიდა შუახნის ქალი და მგზავრობის ღირებულება იკითხა:

- სამი ლარია, ქალბატონო, - უპასუხა მძღოლმა.

- ორი ლარი მაქვს და ჩამათრიე გორამდე, - სთხოვა ქალმა.

- სამი ლარი მომეცით და ჩაგაბრძანებთ, ქალბატონო, - მოუჭრა მძღოლმა.

ჯუნა კ-შვილი, გორი