ღორი მოკვდა - კვირის პალიტრა

ღორი მოკვდა

ამირან ნ-ძე იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ხოლო მისი შეძლებული ძმა, ავთო -  თბილისში. რა თქმა უნდა, ქალაქელი ძმა ხშირად ეხმარება სოფლელს ფინანსურად, ხოლო სოფლელი ნატურალური პროდუქტით ამარაგებს სახლიკაცს.ერთხელ თბილისიდან ჩამოსულმა ავთომ ამირანი ბაზარში წაიყვანა, ზუსტად ერთი წონის და ფერის გოჭები იყიდა, ერთი ტონა ქატოც გამოიყოლა და ძმას უთხრა, აჰა, ძმაო, გაზარდე ეს გოჭები საშობაოდ, ერთი შენი იყოს და ერთი - ჩემიო. ამირანი, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მოვიდა შობა. ავთომ ღორი მოიკითხა. ამირანმა წუხილით აუწყა, ჭირი იყო ძმაო და შენი ღორი მოკვდაო.

მ. საღრიშვილი