ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

მიხოს ეკითხება მარო:

- საყვარელო, გიყვარვარ?

- რა თქმა უნდა, - უპასუხა მიხომ.

- რო მოვკვდე, იტირებ?

- ვა, როგორ არ ვიტირებ, ქალო...

- მიდი, აბა, მაჩვენე, როგორ იტირებ.

- კარგი, მიდი, აბა, მოკვდი...

***

KvirisPalitra.Geსვანი მწყემსავს ცხვრებს. მივიდა უცხო კაცი და ეკითხება: - ეს ცხვრები რამდენს იწველებიან?

- რომლები, თეთრები თუ შავები?

- თეთრები.

- ორ ჭიქას.

- და შავები?

- ეგენიც ორ ჭიქას.

- მატყლს რამდენს გაძლევენ?

- თეთრები თუ შავები?

- თეთრები.

- ერთ კილოს, ერთ გაპარსვაზე.

- შავები?

- შავებიც იგივეს.

- კაცო, შენ რას გვეკაიფები, თუ ერთნაირადაა, რატომ გვეკითხები თეთრები თუ შავებიო?

- იმიტომ, რომ თეთრები ჩემია.

- აჰა, გასაგებია და შავები?

- შავებიც ჩემია.

***

KvirisPalitra.Geორი ექიმი საუბრობს:

- ამ პაციენტმა გამაგიჟა - ათი წლის წინ ოპერაცია გავუკეთე, წესით, მალევე უნდა მომკვდარიყო, ეს კი ისევ ცოცხალია.

- რას იზამ, კოლეგავ, როცა ადამიანს გულით უნდა სიცოცხლე, ასეთ დროს მედიცინა უძლურია.