ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ორი დაქალი საუბრობს.

- იცი, გუშინ მეუღლეს სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე, - ეუბნება ერთი მეორეს.

- მერე, მოგცა?

- იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა.

***

KvirisPalitra.Geებრაელი მიმართავს სასიძოს:

- თუ ჩემს 20 წლის ქალიშვილს შეირთავ, მზითვში 20 ათას დოლარს მიიღებ. თუ ჩემს 30 წლის ქალიშვილს შეირთავ, 30 ათასს მოგცემ, ხოლო თუ 35 წლის ქალიშვილს შეირთავ, 35 ათასი შენი იქნება.

- 50 წლის ქალიშვილი არ გყავთ, ბატონო?

***

KvirisPalitra.Ge-  ჭიჭიკია, ბიჭი შეგეძინა და რატომ ხარ დაღონებული?

- რა გამახარებს, თუ კაცი ხარ! სამშობიაროში - 3 კილო და 600 გრამიაო, მითხრენ. მევიყვანე სახლში, ავწონე და ზუსტად 3 კილოა. ყველგან შენი სასწორით რაფრა უნდა იარო!

კვირიკატურა

KvirisPalitra.Ge- რატომ აქვს მიცვალებულს ფული დადებული?

- საწყალმა ანდერძი დაიბარა, ოღონდ კარგად დამასაფლავეთ, ნუ დამწვავთ და ჯარიმას მე ვიხდიო.

***

ყურმოკრული აზრები

მათ სახლში ოჯახის უფროსი მამა იყო. ხოლო, მამა ვინ იქნებოდა, ამას დედა წყვეტდა.

ლატარია - ოპტიმისტების აღრიცხვის საუკეთესო საშუალებაა.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე: ყველაზე მეტი ვიტამინი აფთიაქშია.

საქართველოში ადვოკატები იყოფიან ორ კატეგორიად: ზოგი კანონებს იცნობს კარგად, ზოგი - მოსამართლეებს.

კაცისთვის იდეალური ცოლი ტარაკანივითაა - მას ან ღამე ხედავს, ან - სამზარეულოში.

როგორც წესი, გოგონებს თოჯინები უყვართ, ბიჭებს - ლამაზი მანქანები, მაგრამ ეს - 17 წლამდე. მერე ყველაფერი პირიქითაა.