გამოცანები - კვირის პალიტრა

გამოცანები

ტანდაბალი, პირმცინარი,

ენა ტკბილად მოუბარი,

ამ ბოლო დროს ფეისბუკის

გახდა დიდი მეგობარი.

მაღალ სკამზე ზის, თანაც აქვს

მნიშვნელოვანი ფუნქცია,

როგორც მიშას სურს, ისე ცვლის

კანონს და კონსტიტუციას.

"პირველად" ყოფნის სურვილი

ამბობენ, თურმე დიდი აქვს,

მას და ასორმოცდაათ კაცს

ხალხი ფეხებზე ჰკიდია.

 

 

 

***

ჭკვიანი და გამჭრიახი

საუბრისას ნაბავს თვალებს,

ლიბერალიზმის იდეას

ის ყველაფერს ანაცვალებს.

თვითონ წინ მიდის, ოჯახიც

უკვე განიცდის პროგრესს,

ცოლი ჟურნალს აკეთებს და

მამა პლეხანოვის პროსპექტს.

როგორც სარწმუნოდ ამბობენ,

თვით მიშას მისი რიდი აქვს,

თავიდან არა, ახლა კი

ქვეყანა მასაც ჰკიდია.

***

ძაღლმოყვარე კინოლოგი,

დაბალი და ღიპიანი,

ჩინოვნიკი სვანია და

თანაც შავი ჯიპიანი.

თუმცა ტანად პატარაა,

თავი საკმაოდ დიდი აქვს,

სად იცხოვრებენ ლტოლვილნი,

იმ კაცს ფეხებზე ჰკიდია.

***

მაღალი და მშვენიერი

კაცია და ჰქვია მერი,

"მარშრუტკები" გააძვირა,

ნაგავს გადააბა დენი.

ოცნებობს ქვეყნის მართვაზე -

დილა არის თუ ბინდია,

მაგრამ მისი ოცნებები

მიშას ფეხებზე ჰკიდია.

***

ყველას გვისმენს,

ყველა იცის,

ვინ რას ფიქრობს, ვინ რას ამბობს,

ხანდახან სააკაშვილი

ქვეყნის მართვასაც კი ანდობს,

ამ სტროფს მხოლოდ იმიტომ ვწერთ,

გვეშინია მისი ბრაზის,

კრიმინალი გააქრო და

პატრული გვყავს მისაბაძი.

ის რჩება, სხვა მინისტრები,

ხშირად მოდიან-მიდიან,

მაგრამ ამ კაცსაც ქვეყანა

ზოგჯერ ფეხებზე ჰკიდია.

***

მესამე კაცად ითვლება

კონსტიტუციის მიხედვით,

თმები სულ გაჩეჩილი აქვს

გვერდხედითა და წინხედით.

იცის, რომ ქვეყნის წინსვლისთვის

კარგია ინვესტიცია,

მაგრამ თუკი არ შემოვა,

მასაც ფეხებზე ჰკიდია.

***

ზოგი დაძვრება პუტინთან,

ზოგიც ტყუილად ყაყანებს,

ისე იცვლიან პარტიებს,

შეშურდებოდა ყვარყვარეს.

ჩუმად ეკვრიან მთავრობას,

ჩვენ კი ვთვლით ოპოზიციად.