ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

სვანმა ხეზე ქალი მიაბა და მხრები აიჩეჩა:

- ნეტავ რატო მითხრეს, ცხოვრებაში ქალს ვერ დააბამო?!

***

KvirisPalitra.Geმიხოს ბიჭს ცოლი მოჰყავს.

მიხო ეკითხება:

- შვილო, როგორია შენი საცოლე?

- ძაან კაია, მამი, ბუნებით,

- მაინც როგორია, შვილო?

- ძაან კაია, მამი, ბუნებით.

- მაინც, მაინც როგორია?

- აი, ძაან კაი ბუნებისაა, მამი.

- შე ვირო, ლოგინში როგორია, ის მითხარ, თორე ბუნება ალაზან რო აქ, ეგეთი მეორე არ მინახია.

***

KvirisPalitra.Geმომაკვდავი მიხო ეუბნება მაროს:

- მარო, რომ მოვკვდები, გათხოვდები?

- არა, მიხო.

- კარგი რა, დედაკაცო, რად არ უნდა გათხოვდე!

- ჰო, კარგი, მიხო, გავთხოვდები.

- მერე იმ ქმარსა ჩვენს სახლში მაიყვან?

- ხო, მიხო, აქ მოვიყვან.

- ჩვენს ლოგინში ჩააწვენ?

- ხო, მიხო, ჩავაწვენ.

- ჩემს მანქანაზე დასვამ?

- არა, მიხო, არ იცის ტარება.

***

KvirisPalitra.Geმიხო მაგარი ზარმაცი იყო. ერთ დღესაც მოულოდნელად საქონელი გარეკა, ვენახი დაბარა, ღობე შეაკეთა. ერთ საქმეს რომ მოათავებდა, შეუსვენებლივ იწყებდა მეორეს. მარომ შეხედა ამ ყველაფერს, ჯიბიდან "ვიაგრის" კოლოფი ამოიღო და ჩაილაპარაკა: "არადა, თითქოს სხვანაირად უნდა ემოქმედა".

KvirisPalitra.Geკვირიკატურა

- ეჰ, მთავრდება ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში.

- წავაგეთ, მაგრამ ხომ ვიბრძოლეთ..

- მაგას კი არ ვდარდობ, ჩამოვლენ "ნაციონალები" და კიდე გააძვირებენ რამეს.