მკითხველის ანეკდოტები - კვირის პალიტრა

მკითხველის ანეკდოტები

გოგო ტირილით მივა დედასთან.

- რა მოხდა?

- ქმარმა მცემა.

- ქმარმა? - შენი ქმარი ხომ მივლინებაში წავიდა გუშინ?

- მეც მასე მეგონაააა!

***

KvirisPalitra.Geორი სვანის დიალოგი:

- ბექნუ, გაიგე, წუხელ, ღამის 3 საათზე მაიზერი რომ გარდაიცვალა?

- უი, საწყალი, კი მაგრამ, მაგ დროს არ ეძინა, იმ უბედურს?

***

KvirisPalitra.Geგურულს მოუკვდა ცოლი. მეგობარი ამშვიდებს:

- ნუ გეშინია, ძმაო, გაივლის დღეები, თვეები, წლები და იპოვი ქალს, რომელიც შენს ცხოვრებას გაალამაზებს...

- ეგ მეც ვიცი, - პასუხობს გურული, - მაგრამ დღეს რა ვქნა, დღეს!..

საშა. თბილისი

KvirisPalitra.Ge- როგორ გაატარე შვებულება? - ეკითხებიან პარლამენტარს.

- ისე ვიყავი, როგორც სამსახურში - ვიჯექი მთელი დღე უსაქმოდ ზღვაზე და ველოდი, როდის მოვიდოდა სადილის და ძილის დრო.

ენგული იობაძე. წყნეთი

KvirisPalitra.Geკვირიკატურა

- გაიგე, მიხო, მთავრობა ტუალეტებს აშენებს, ერთი 45 ათასი ჯდებაო.

- რად გინდა მერე? მანდაც მხოლოდ "ნაციონალები" ივლიან.