ანეკდოტები
- მამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო?
- კი, შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები?
- რატომ არის ეს მინისტრი ასე იდიოტად გამოყვანილი, რის თქმა უნდოდა ამით რეჟისორს?
- კაცო, ეს ფილმი კი არ არის, ახალი გადაცემაა პირდაპირ ეთერში...
***
კლიენტმა ფოტოფირი მიიტანა დასაბეჭდად. ატელიეს თანამშრომელი გოგონა ეკითხება:
- 9X13?
- 117. რატომ მეკითხებით?
***
კვირიკატურა
- როგორია ამერიკული სიმინდი?
- ქართული ანდაზა რომაა: "რასაც დასთეს იმას მოიმკიო", ზუსტად ისეა ბატონო, თითის სიმსხო ტაროებია...