პაროდია - კვირის პალიტრა

პაროდია

"ნაციონალის" გერქვას სახელი (ნიშნიანიძისეულად)

"ნაციონალის" სახელი გვერქვას,

ყველა როდი ვართ ღირსი,

დაფერილი აქვს ეს სიტყვა ყველას

ფიცით, ძლიერი ფიცით!

"ნაციონალი" გქვია სახელად?

ძალა არ არის შენი მომრევი!

შენ მიშასი ხარ არა ნახევრად,

არამედ - მთელი ცხოვრებით!

რატომ გაჰყვირის ოპოზიცია:

"მკვდრები აძლევენ მათ ხმას!"

სხვას ვის მისცემდა ხმას,

მაგალითად,

ხერხეულიძე, ცხრა ძმა?

ან არაგველნი, ან სააკაძე,

თევდორე, გმირად დაბადებული...

ვერ ივარგებდა "ნაციონალად",

დიდი დემეტრე თავდადებული?

სწორედ დიადი აღმშენებლობის

ჩამოვიდოდნენ აქ სანახავად

ჯორდანო ბრუნო, ბულბა,

სპარტაკი,

ბუდა, ლაო-ძი, აკუტაგავა...

უბრალო ეცვა პიჯაკი, პალტო,

ამბობდა: - მიძგერს ერისთვის

გული!

ახლა "ჯიპში" ზის და სულ არ

დარდობს,

აქვს თუ არა აქვს ხალხს პურის

ფული.

მიშაა მისი მზეცა და მთვარეც,

მიშაა მისი ყური და თვალი,

აი, ასეთი, სწორედ ასეთი,

მე ასეთი მწამს "ნაციონალი"!

და მაშინ, როცა ფასებმა დაგვცა,

როცა სიძვირის დაგვიდგა დღენი,

წამოდგა ვიღაც ყრმა პირტიტველა

და ნაგავს ჩუმად მიაბა დენი.

ვაშა, დიდება ასეთ ყმაწვილებს!

მიშაა მათი პური და წყალი.

აი, ასეთი, მართლაც ასეთი,

მე ასეთი მწამს "ნაციონალი".

სამშობლოს ბედი ბეწვზე ეკიდა,

მომღერალს სურდა მეტი და მეტი,

არ მოშვებია იგი ენრიკეს,

არ დაუზოგავს მას ბიუჯეტი,

ვინც ყვირის დილით: -

პოლიქრონიონ,

მიშა მამაა და მარჩენალი!

აი, ასეთი, დიახ ასეთი,

მე ასეთი მწამს "ნაციონალი"!

ნაციონალი გერქვას სახელად

ყველა როდი ვართ ღირსი,

დაფერილია ეს სიტყვა ყველგან

ფიცით, ძლიერი ფიცით.

მაშ გაუფრთხილდი მაგ ფერად

მანდატს,

პრივილეგიის პატარა ნაჭერს,

არ დაგავიწყდეს: შენ საჭეს მართავ,

დემოკრატიის შუქურის საჭეს!