შეშლილი ტელევიზორი - კვირის პალიტრა

შეშლილი ტელევიზორი

ალბათ, ყველას ძალიან გვინდა, ისეთი ტელევიზორი არსებობდეს, რომელშიც ტყუილს ვერავინ იტყვის. დამეთანხმებით, ძალიან საინტერესო იქნება ასეთი ტელევიზორის ყურება.ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ასეთი ტელევიზორი არსებობს. გთავაზობთ ჩვენებურ ვარიანტს - რას იტყვიან ასეთ ტელევიზორში ცნობილი ადამიანები:

მიხეილ სააკაშვილი: - საქართველოში ორასი ათასი ტურისტი ჩამოვიდა.

"კურიერის" წამყვანები: - გამარჯობათ, ეთერშია გადაცემა "კურიერი". კარგად ბრძანდებოდეთ.

თბილისის მერი: - ბატონებო, დღეს ვაცხადებთ ტენდერს. ჩემს მეგობრებს ველოდები რესტორანში იმის გასარკვევად, თუ ვინ უნდა გაიმარჯვოს.

მოსამართლე: - პროკურორს უნდა ვკითხო, რა განაჩენი გამოვიტანო.

ქართველი ექსპერტი: - რა ვიცი, რა მოხდება, ვანგა კი არ ვარ.

ოპოზიცია: - არ გამოხვიდეთ, ხალხო, მიტინგზე, ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს!

ქართველი ფეხბურთელი: - ჩვენ არც მანამდე ვიტყუებოდით.

კაკო ბობოხიძე: - ნახეთ, ბატონო მიხეილ, რა ვცემე მამრაძეს! ა, როგორი ბიჭი ვარ?