ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

კაცი რეკავს სასწრაფოში:

- სასწრაფოდ მოდით, კაცს კატოკმა გადაუარა!

- მითხარით მისამართი.

- ჭავჭავაძის 34, 36, 38, 40.

KvirisPalitra.Geქალი გინეკოლოგთან არის კონსულტაციაზე. ექიმი ეკითხება:

- ბავშვის მამა დაესწრება მშობიარობას?

- არა, არა მგონია, ჩემს ქმართან ნაჩხუბარია.

KvirisPalitra.Geექიმი ეკითხება პაციენტს:

- ანუ, თქვენ ეროტიკული სიზმრები გაწუხებთ?

- მაწუხებს-მეთქი, არ მითქვამს...

KvirisPalitra.Geსამი ახალგაზრდა აჩერებს სამარშრუტო ტაქსის. ერთ-ერთი მძღოლს ეუბნება:

- ბიძია, სამნი ვართ და ორის ფული გვაქვს, წაგვიყვან?

მძღოლი:

- წამო, წამო, ერთი იმ მესამის დედაც...

KvirisPalitra.Ge

კვირიკატურა

- რა ხდება, ყიზილბაშები შემოგვესივნენ?

- არა, სარკოზი ჩამოდის და თავისუფლების მოედანზე მიჰყავთ ხალხი.