ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- გოგონი, დამიჯერეთ, მთვრალი არ ვარ, თქვენ მართლაც ლამაზი ხართ...

- ვინაა შენი გოგონა, პატრული ვარ!

KvirisPalitra.Geმოსამართლე ბრალდებულს ეკითხება:

- ბრალდებულო, განგვიმარტეთ, ნადირობის დროს რატომ ესროლეთ თქვენს მეგობარს?

- მე ის შველი მეგონა.

- როდის მიხვდით საკუთარ შეცდომას?

- როდესაც შველმა სროლითვე მიპასუხა...

KvirisPalitra.Geსვანი მივიდა მეორადი ნაწილების ბაზრობაზე:

- "მარშრუტკის" ნაწილები გაქვთ?

- გვაქვს, თქვენ რომელი "მარშრუტკა" გყავთ?

- მესტია-თბილისი.

KvirisPalitra.Geმამონტების გადაშენების ქუთაისური ვერსია

სამი მაიმუნი ზის და პლანს ეწევა.

მიდის უკანასკნელი მამონტი და ეუბნება:

- ერთი მეც მომაწევინეთ, რა...

მაიმუნები უპასუხებენ (ქუთაისური კილოთი):

- გადი, ბიძია, გადაშენდი აქედან!..

და მამონტი გადაშენდა.

კვირიკატურა

KvirisPalitra.Ge

გადავედი, იეს, მეორე ტურში გადავედიიიიიიი!..