რეცეპტი - კვირის პალიტრა

რეცეპტი

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. ჩემი მეზობელი ვარლამ კ-ძე სიგარეტის დიდი მოყვარული იყო - დღეში სამ კოლოფს ეწეოდა. შეწუხებული ცოლი და დედა ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ვარლამს ეს მავნე ჩვევა დაეძლია, თუმცა, უშედეგოდ. ბოლოს უთხრეს, რომ ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს კაცი, რომელსაც აქვს შესანიშნავი რეცეპტი იმისა, როგორ უნდა დაანებო თავი სიგარეტს. რძალმა-დედამთილმა რის ვაი-ვაგლახით ჩასვეს მანქანაში ეს ჩვენი ვარლამი და ჩოხატაურის გზას დაადგნენ. როგორც იქნა, მიაგნეს ,,მკურნალს", რომელიც ის-ის იყო, ეზოდან გამოდიოდა:

- გამაჯრობა, ბატონო, - მიესალმა ვარლამი. სიგარეტს ვერ ვანებებ თავს, ბატონო, და თქვენთან მომასწავლეს, კარგი რეცეპტი აქვსო... - იმედის თვალით მიაცქერდა "პაციენტი".

- კი, რეცეპტი რავა არ მაქ, - ეშმაკურად მოჭუტა თვალი გურულმა, - ცოლი და დედა გყავს, ძამა?

- კი, ბატონო, აგერ არის ორივე, - გაახედა მანქანისკენ ვარლამმა მკურნალი.

- ჰოდა, შენი დედაც და ცოლიც... თუ დღეიდან პაპიროსს გეეკარო! - დააგინა გურულმა და სწრაფად გაეცალა სახტად დარჩენილ ვარლამს.

ზვიად ცაგარეიშვილი. თბილისი