ბლოგერები
კანარიოს დღიური
2009 წლიდან ვარ ბლოგერი.
2011 წლიდან ვსწავლობ ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -
ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით.

აქტიურად ვმუშაობ სარედაქციო-საგამომცემლო სფეროში, რაც
პროფესიული განვითარების საშუალებას მაძლევს.

ვარ - ფილანთროპი, ბიბლოფილი და განწყობის ადამიანი.
ერთი კვირის წინ სასიამოვნო სიახლე აღმოვაჩინე - ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი მიჩვენა.​ახლა, ჯერი ექიმზე მიდგა. ჩემს სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფო რომ გამახსენდა, გული ამერია მაგრამ ეს არ იყო ტოქსიკოზი . იქ გინეკოლოგთან მისვლა ნამდვილად არ ღირს. ისეთი პირობებია, თავი საბჭოთა კავშირში გეგონება. დავიწყე ინტერნეტში სხვა ახლომდებარე პოლიკლინიკების მოძიება. ძიების დროს ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებზე გავამახვილე. "​გუგლის" საძიებო სისტემის პირველივე გვერდზე "ევექსის" ვარკეთილის პოლიკლინიკას წავაწყდი. გადაწყვეტილება მივიღე და წავედი. შესვლისთანავე თვალები გამინათდა - სუფთა და ნათელი გარემო და რაც მთავარია, პერსონალი, რომელიც იღიმის. მიმღებში დამიდასტურეს, რომ ექოსკოპია ნამდვილად უფასოა, რაღა მინდოდა, რიგში ჩავდექი. ჩემს წინ 4 ადამიანი იყო ჩაწერილი, ცოტა მათაც წავეჭორავე, ხომ იცით, ასეთ დროს გინდა შენი ამბავი ყველას ახარო. 1 საათში გინეკოლოგთანაც შევედი. ექიმმა ძალიან თბილად მიმიღო და როგორც იტყვიან ხოლმე, თან გადამყვა. 3 თვის აღმოვჩნდი. წარმოგიდგენიათ, 3......
04-07-2017
დაწვრილებით...
ვინ იცის, რამდენმა მკითხველმა შემოიხედა აქ, ჩემ არყოფნაში... :/ არადა, მხოლოდ და მხოლოდ „საცხოვრებელი“ მისამართი შევიცვალე - Kanario.Ge მუდამ გელით. განვითარებული და გაზრდილი ბლოგი მყავს, 5 წლის და 9 თვისაა, მალე „სკოლაშიც მივა“ ^^  [[ This is a content summary only. Visit my website for full links, other content, and more! ]]
02-02-2015
დაწვრილებით...
2014 წლის ზაფხული დღეებსღა ითვლის, ჩემო პატარა. სულ მალე შენი დრო დადგება, შემოდგომა, ოქროსფერი შემოდგომა. შენ კი უფრო და უფრო ცოტა დრო გრჩება იმისთვის, რომ შენს ბიოლოგიურ დედიკოს მუშტები დაუშინო მუცლიდან :)სამი ჩასუნთქვასავით თვეღა დარჩა, არც კი, რომ ჩაგიხუტოთ და შენი გემრიელი სურნელი ვიგრძნოთ. დედაშენს და მამაშენს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რას დაგარქმევენ, მაგრამ არც არის ეს დიდად მნიშვნელოვანი! თავადი დედაშენი კვირაში ერთხელ იცვლის გადაწყვეტილებას და განწყობის რომელი სახელი „შეგხვდება“, ჯერ არცერთმა არ ვიცით. წლები რომ გავა და კითხვას ისწავლი, შეიძლება, ამ პოსტსაც გადააწყდე. მერე დაფიქრდები, როგორი მოუთმენლობით გელოდებოდით ამ დროს. როგორ ესიზმრებოდი მარიამს (ჯერ არ ვიცი, ნათლიას დაუძახებ ხოლმე თუ შავტუხა დედიკოს :)) ), მიხვდები, როგორი სიხარული იქნები ჩემი... ოთახის კუთხეში იატაკზე რომ მივხსდებით, გადმოვყრით სათამაშოებს და „პიპიებით“ რომ ავიკლებთ სახლს. როგორ გავბერავთ საპნის ბუშტებს და მერე გავხეთქავთ ხოლმე, როგორ წავიკითხავთ ზღაპრებს და ვუყურებთ მულტფილმებს... ვივლით ფეხბურთის... [[ ...
22-08-2014
დაწვრილებით...
საკონკურსო პოსტიპერსონაჟები არ შეესაბამებიან რეალურობას - ისევ დაწყვიტეთ წყალი, შვილო?! - აბაზანიდან მამაჩემის განწირული ხმა მესმის, - რაც GWP-ში დავიწყე მუშაობა, დედას აღარ იგინება „მათზე“, რატომღაც... - მე რანაირად უნდა დამეწყვიტა, მამა, სახლში ვარ დღეს, არ მიწევს სამსახურში ყოფნა. - ერთნაირები ხართ იქ ყველანი! სულ მეღიმება ხოლმე ამ ფრაზაზე... დაქალს ოთახში ვტოვებ ცოტა ხანს და სამზარეულოში გავდივარ... ჩაი დუღს... ვასხამ ორ ერთნაირ ფინჯანზე და ვბრუნდები. - ისე, გოგო, ჩემთანაც ხშირად წყდება ხოლმე, ხო იცი, და რატოო? - მაგიდაზე ჩაის დადგმას არ მაცდის ნინი. - უმიზეზოდ მართლა არ წყდება, ნინ, მერწმუნე, რა... იმდღეს ისეთი თქეში და წარღვნა მოვარდა, არ შეიძლება იმ წყლის ეგრე ხალხში გაშვება... - და, აი, რას უშვრებით, მაგალითად?! ისევ მეღიმება. რომ შემეძლოს, დავიდგამდი კამერას, ჩავწერდი ერთ სრულ ვიდეოს და ვატრიალებინებდი ტელევიზიებს საათში ერთხელ. - წარმოიდგინე, ყველა ის პროცედურა რომ აგიღწერო, რაც საცავიდან შენს ონკანამდე მოსვლისას უტარდება, გათენდება... - ამდენს რას უშვრებით,......
17-07-2014
დაწვრილებით...
STUDINFO დიდი ბიჭი გახდა თუ არა, მთელი ერთი წლის, ახალი ცხოვრება დაიწყო და უფრო დიდ სირთულეებს შეეჭიდა... განვითარების გზას დაადგა, რაც მე და გიოს ძალიან გვახარებს. ერთ დიდ ოჯახს შეუერთდა და თავისი პატარ-პატარა პირველი ნაბიჯებით განსხვავებულ სიტყვასაც ამბობს სტუდენტურ სივრცეში, ვფიქრობთ...  სტუდინფოზე დაწვრილებით კიდევ მოგიყვებით, ახლა ახალ თანამშრომლებზე მინდა დავწერო. ხალხი რომ მიყვარს და ახალი ნაცნობები ცხოვრებას მიხალისებს, ჩემი ბლოგის მკითხველები აქამდეც მიხვდებოდით. ესეც იგივე შემთხვევაა, ამ დიდ ოჯახში დაგვხვდა რამდენიმე საყვარელი ადამიანი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული, თუმცა, ერთი საქმის სიყვარულით გაერთიანებული და თბილი... ამ პოსტში მათი ფოტოების დადება მიზანშეწონილად არ მივიჩნიე, მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში ნებართვა უნდა ამეღო მათგან, მე კი სიურპრიზის გაკეთება მინდოდა... გადავწყვიტე, მომეძებნა ანიმაციური პერსონაჟები, რომლებიც ვიზუალურად ემსგავსებოდა და სწორედ ასე გაგაცნობთ ახალ თანამშრომლებს: ეს ბატონი გიაა, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის :)) ოღონდ....
02-04-2014
დაწვრილებით...
მეორე დღეა, დიდი ზარ-ზეიმი უდგათ ლიტერატურის მოყვარულებს... თბილისში ცნობილი თურქი ავტორი, პოსტმოდერნიზმის მიმდევარი  რომანისტი - ორჰან ფამუქი იმყოფება.17:50 წუთიდან დაიწყო ხალხის მიმოსვლა რუსთაველის თეატრის ვესტიბიულში, მეც ამ დროისთვის მივედი დანიშნულების ადგილას. შესასვლელ კართან, დახლზე, ორჰან ფამუქის წიგნები იყიდებოდა. თვალი შევავლე, ერთი-ორი ფოტო ჩავუჩხაკუნე და ჩანთაზეც მივირტყი ხელი, სადაც ნობელიანტი მწერლის ერთ-ერთი რომანი - „თოვლი“ მედო - ავტოგრაფისთვის გამზადებული.ჟურნალისტები ოპერატორებს ეძებენ, ოპერატორები - ჟურნალისტებს. დგას დიდი ფაცი-ფუცი, ნაცნობები გულიანად მუსაიფობენ, ზოგი - დღევანდელ საღამოზე, ზოგიც - ცხოვრებისეულ, საჭირბოროტო თემებზე, ამინდზე...  მე კი, თითქოს უჩინარი, დავდივარ მათ შორის და ბლოკნოტში საინტერესო დეტალებს ვინიშნავ.დარბაზში მშვიდი და ლიტერატურული განწყობა „იღვრება“, სტუმრებით ნელ-ნელა ივსება პარტერი, სცენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი - თინა მამულაშვილი ზის და საღამოსთვის ემზადება, დასასმელ კითხვებს საბოლოოდ ავლებს თვალს,......
15-03-2014
დაწვრილებით...
ნეტა დროის ერთი წლით უკან გადახვევა შემეძლოს! ახლა ის ღამე იქნებოდა, როცა შენი დილით ნახვის მოლოდინში დავიძინებდი... თუმცა... თუ ეს ყველაფერი მაინც ასე უნდა მომხდარიყო, მეორედ ვეღარ გადავიტანდი შენსა და ნუცის დაკარგვას!  მენატრებით, წრიპ! ერთი წელი! მთელი ერთი... ცოტა ხომ არ არის?!  თუ აქამდე, შენი ჩვენთან ყოფნის დროს, გასულა დღე, როცა თქვენზე ფიქრი არ მომფრენია გონებაში, შარშანდელი 11 მარტიდან დღემდე ასეთი დღე აღარ მქონია...  მენატრებით, წრიპ! რამდენი სათქმელი, რამდენი მოსაყოლი დამიგროვდა გულში, არც კი იცი! როგორ მიკვირდა ხოლმე ადრე, მარტოდ მიმავალ მოლაპარაკე ადამიანს თუ გადავაწყდებოდი, მეცოდებოდნენ, გიჟებად მივიჩნევდი... არადა, ახლა როგორ მშურს მათი, მე რომ არ შემწევს იმდენი სითამამე, ქუჩაში გვერდით წარმოგიდგინო და ხმამაღლა მოგიყვე რაღაცები... მენატრებით, წრიპ! შენს გოგოებთან, ჩვენს გოგოებთან ახლოს ყოფნა ადრეც ხომ მიხაროდა, მაგრამ სამმაგად უფრო მახარებს ხოლმე ახლა... თითქოს ყველაფერი უცვლელია, თითქოს ისევ დავაპირებ ლექციის შემდეგ ამორბენას და შენთან არაფერზე... [[ Thi...
11-03-2014
დაწვრილებით...
2 მარტს, 21 საათზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, სახელწოდებით „ჩემი წიგნი“, რომელიც BBC-ს ქართული ანალოგია (პარტნიორია ეროვნული ბიბლიოთეკა). გადაცემას ცნობილი ქართველი პოეტი, რატი ამაღლობელი წაუძღვება, ხოლო პროექტის ფუნქცია საზოგადოების ერუდირება, ახალი წიგნების აღმოჩენის ხელშეწყობა, უკვე კარგად ნაცნობი, საყვარელი ლიტერატურის გახსენება და გამომცემლობების პოპულარიზაციაა. იმისათვის, რომ პროექტში თქვენმა სასურველმა წიგნმა მიიღოს მონაწილეობა, აუცილებელია აპლიკაციის შევსება. თქვენ შეგიძლიათ, ერთის ნაცვლად, სამი საყვარელი ავტორისა და ნაწარმოების მითითება, ასევე, აუცილებელია ასაკისა და პროფესიის დაფიქსირებაც, კონფიდენციალურობა დაცულია (შესავსებად დააკლიკეთ ფოტოს). პროექტში მომწონს, რომ: ხალხი დაინტერესდება ისეთი ლიტერატურით, რომელსაც არ იცნობსგაუჩნდებათ დამტვერილი წიგნების თაროებიდან გადმოღების სურვილიგაიხსენებენ საყვარელ ეპიზოდებს სხვადასხვა ნაწარმოებიდანუფრო გააქტიურდება წიგნების ბეჭდვა/გამოცემაგახშირდება ლიტერატურული... [[ This is a c...
02-03-2014
დაწვრილებით...
"A good teacher can inspire hope, ignite the imagination and instill a love of learning."Brad Henry როდესაც გადავწყვიტე, უმაღლესი განათლება ქართული ფილოლოგიის მიმართულებით მიმეღო, ამის გამგონე უფროსი თაობა ამბობდა: „კარგია, სანთლით საძებარი იქნება მომავალში შენი ასაკის ფილოლოგებიო“; ჩემს თანატოლებს კი, რომლებსაც ფინანსური/ბიზნეს (და არამარტო) მისწრაფებები ჰქონდათ, სახეზე გვერდული ღიმილი გადაეკვრებოდათ ხოლმე და ნიშნისმოგებით კითხულობდნენ: „ვაა, მასწავლებლობას აპირებ?!“ ერთი პრობლემა ის არის, თუ რატომ ასოცირდება ფილოლოგობა მასწავლებლობასთან?!(მე მგონია, რომ ეს უბრალოდ მათ ინტელექტუალურ ინდექსზე მიუთითებს...) მეორე და მთავარი - რატომ არის მასწავლებლობა სათაკილო?! პირადი გამოცდილების საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ უბედნიერესი ვარ, როცა ვინმეს ჩემს ცოდნას ვუზიარებ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმყავს გარკვეული თემის ჭეშმარიტებასთან, ვგრძნობ, რომ ის დეტალები არასდროს დაავიწყდება და დღის ბოლოს გაბადრული და გახარებული ვზივარ ხოლმე...  იმასაც გეტყვით, რომ სამეცნიერო მუშაობანიც ფრიად.....
09-01-2014
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები