რუსეთმა სწავლება ქართული ნაალაფარი "სისხლით" ჩაატარა...
08-04-2013
რუსეთმა სწავლება ქართული ნაალაფარი "სისხლით" ჩაატარა...
რუსი ჯარისკაცების "დაჭრის" იმიტაცია პუტინს ქართული სამხედრო ბაზებიდან წაღებული "სისხლით" აჩვენეს

სამდღიანი მოულოდნელი სწავლება, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტსა და სპეცდანიშნულების დანაყოფებს მოუწყო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავის ტკივილად იქცა.
ნატოს გენერლებისთვის სულერთი არ უნდა იყოს, როგორ სრულყოფს თავის სამხედრო ძლიერებას რუსეთის ფედერაცია, განსაკუთრებით - სამხრეთ და დასავლეთ მიმართულებით. მარტო ის ფაქტი, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეძლო, განგაშის დროს სამ ათეულზე მეტი მცურავი საშუალება გაეყვანა ზღვაში, უკვე ყურადსაღებია, რადგან
რამდენიმე წლის წინ, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ეს წარმოუდგენელი ჩანდა. მაშინ მოსკოვს სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან საქართველოს სანაპიროზე, ოჩამჩირესთან საზღვაო დესანტის გადმოსხმა ძალიან გაუჭირდა.

ამ რუსულ სამხედრო სწავლებაში შავი ზღვის ფლოტის გარდა მონაწილეობდნენ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ГРУ-ს სპეცდანიშნულების რაზმები, ასევე საჰაერო-სადესანტო ჯარების მე-7 სადესანტო-მოიერიშე
დივიზია და 45-ე პოლკი.
ამ სწავლებით პუტინმა ერთგვარად შეამოწმა, რამდენად აკონტროლებს და მართავს ჯარებს ახალი თავდაცვის მინისტრი შოიგუ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი სამოქალაქო პირის - სერდიუკოვის შემდეგ ისევ სამხედრომ, არმიის გენერალმა შოიგუმ დაიკავა, რომელიც აქტიურად ერევა შეიარაღებული ძალების საქმიანობაში.
როგორც აღმოჩნდა, რუსული სამხედრო სწავლებისას გამოიყენეს საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული ბაზებიდან რუსი სამხედროების გატანილი ნაალაფარიც, მათ შორის - სისხლის იმიტატორები.
სწავლების რაიონში, ქ. ანაპასთან გახსნილ სამედიცინო პუნქტში, სადაც "დაჭრილი" ჯარისკაცების მკურნალობის იმიტაცია ტარდებოდა, რუსული მედიის წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომ ჯარისკაცის დაჭრის იმიტაცია ხდებოდა სპეციალური ხელთათმანებით, რომლებზეც წითელი ფერის საღებავი ნამდვილი სისხლის ასოციაციას იწვევდა.
ჟურნალისტების კითხვის პასუხად რუსმა სამხედრო ექიმმა არ დამალა - ეს ქართული იმიტატორებია. ჩვენ ისინი 2008 წელს საქართველოს სამედიცინო საწყობებში ალაფად ავიღეთო...

სავარაუდოდ, ეს აღჭურვილობა რუსმა სამხედროებმა გორის ან სენაკის სამხედრო ბაზების გაძარცვის შემდეგ ჩაიგდეს ხელში, თუმცა ის ქართული წარმოების ვერ იქნებოდა, ალბათ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე ქვეყანამ აჩუქა ჩვენს არმიას, საბოლოოდ კი რუსების ხელში აღმოჩნდა.
გიგა
09 აპრილი 2013 21:25
მასხარები არიან რუსები და მეტი არაფერი!

ჩინეთი იბანავებს მალე მათი სისხლით!
david bobohia
09 აპრილი 2013 08:10
მადლობას ვუხდი FEMEN-ს.
daTa
08 აპრილი 2013 23:36
დადგება ის დღე როცა მოემტვრევათ სისხლიანი ხელები

რედაქტორის რჩევით