პრეზიდენტს მისთვის ბოლო აღლუმს არ მიაღებინებენ
29-04-2013
პრეზიდენტს მისთვის ბოლო აღლუმს არ მიაღებინებენ
პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილის მთავრობამ კიდევ ერთ სიამოვნებაზე უთხრა უარი -  2013 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე აღლუმის გამართვა არ იგეგმება და პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, არ მიეცემა შესაძლებლობა, ჩაიბაროს აღლუმი.

ეს რომ ასე იქნებოდა, "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ წინა სტატიაში "ვინ ჩაიბარებს აღლუმს?" უკვე ვივარაუდეთ. ჩვენ ვწერდით, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, ქვეყანას კიდევ ერთხელ ეხილა სახალხოდ პრეზიდენტი
სააკაშვილი უმაღლესი მთავარსარდლის რანგში.
როგორც ჩანს, 26 მაისს თბილისში საბრძოლო ტექნიკა მაინც გამოჩნდება, მაგრამ მათი ნიმუშები უძრავად იდგება და ყველა მსურველს მიეცემა საშუალება, დაათვალიეროს ჯავშანტრანსპორტიორები თუ ჰაუბიცები, თბილისის ცაში კი სამხედრო ავიაცია გადაიფრენს და სხვადასხვა ფერის კვამლის ზოლებს დატოვებს.
კახა
16 მაისი 2013 09:59
სახელმწიფოებრიობა ნიშნავს რომ ქვეყანას აქვს მახასიათებლების ჩამონათვალი რომელიც არ იცვლება ხელისუფლების შეცვლასთან ერთად. მაგალითად: არ შეიძლება დროშის, გერბის, ჰიმნის შეცვლა ხელისუფლების ცვლასთან ერთად. ეს ყველაზე "მსხვილმანები". არის შედარებით წვრილმანებიც, მაგრამ ისინიც მნიშვნელოვანია. მაგალითად: არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და ორგანიზაციებისთვის სახელების გადარქმევა, სამინისტროების მთელი საკადრო შემადგენლობის დათხოვა და ხელახლა დაკომპლექტება, ვადიანი პერიოდით დანიშნული მოხელეების გადაყენება (მაგ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მოსამართლეები...).
აი ამის საინტერესო მაგალითი: ამერიკაში პრეზიდენტის კონგრესის წინაშე ანგარიშით წარდგომას მთელი რიგი ტრადიციები აქვს, მათ შორის, როდესაც ის შედის დარბაზში, კონგრესმენები დგებიან და ტაშით ეგებებიან. ობამას რომელიღაც გამოსვლის დროს ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტაში არ დაუკრა (ფეხზე კი ადგნენ!) და ამას დიდი გარჩევა მოყვა მედიაში და თითქმის ყველამ დაგმო: "ამით მათ ობამას კი არა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ გამოხატეს უპატივცემულობაო და არასახელმწიფოებრივად მოიქცნენო". ვოტ :)
ჩემი აზრით, საქართველოში ასეთ ატრიბუტიკას მიეკუთვნება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაც და დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმიც. ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ პიროვნულ დამოკიდებულებებს იქით გახედვა და სახელმწიფოებრივი აზროვნება.
რააზრიაქვს
15 მაისი 2013 21:42
აუ რას ბავშვობენ რაა:@
?
07 მაისი 2013 11:28
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დამარცხებული მთავარსარდლის მიერ აღლუმის მიღება უხერხულობას არ ქმნის??

რედაქტორის რჩევით