რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?
29-04-2013
რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?
პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი თბილისის აეროპორტთან აშენებულ ქართულ-ამერიკულ ლაბორატორიაზე სენსაციურ განცხადებას აკეთებს

ყოველკვირეულმა გაზეთმა "ყველა სიახლემ" ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილ ამერიკელ მრჩეველთან ექსკლუზიური და სენსაციური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი დაუფარავად აცხადებს: "ლაპარაკია 150-მილიონიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი ლაბორატორიაც არსებობს, რომელსაც პენტაგონი კურირებს. ლაბორატორია თბილისის აეროპორტის გვერდითაა. იქ ხდება ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების
კვლევა, რაც ამერიკის ტერიტორიაზე აკრძალულია. რაიმე გაუთვალისწინებელი თუ მოხდა, საქართველო საერთოდ წაილეკება. თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ჯილეხის, ციმბირის წყლულის, წითელას, შავი ჭირისა და  H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენ".

ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომელიც ერთი შეხედვით სანდო ჩანს იმის გამო, რომ თავად განმცხადებელი რამდენიმე წელი პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი გახლ
დათ და წესით, ბევრ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.
"კვირის პალიტრა" შეეცადა, გადაემოწმებინა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ეს სკანდალური განცხადება და პირველ რიგში ის გაარკვია, რომ
ქართულ-ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორია თბილისის აეროპორტის სიახლოვეს, ალექსეევკის დასახლებაში, მართლაც არსებობს, თუმცა... მას ჯერ მუშაობა არ დაუწყია!

აეროპორტისკენ მიმავალი ტრასის მარჯვენა მხარეს ნახევრად შემინული შენობების პერიმეტრი შემოღობილია და კარგად დაცული, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ის ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მესამე დონის შესაბამისადაა აგებული. ლაბორატორიების შენობები განთავსებულია სპეციალურ ამორტიზატორებზე, რათა ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი საცავების რღვევა არ მოხდეს.

ამ ლაბორატორიას 2012 წლის 20 სექტემბრამდე ეწოდებოდა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია", ხოლო შემდეგ სახელი შეეცვალა და "რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი" ეწოდა.
ამ ლაბორატორიის აგების ისტორია კი უფრო ადრე იწყება.

ზუსტად 10 წლის წინ, 2003 წლის 7 მაისს, საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

თავად დასახელებისგანაც ჩანს, რისი ეშინოდა ყველაზე მეტად ამერიკულ მხარეს - მათ არ სურდათ, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს ძნელად კონტროლირებად ქვეყნებში (მაგალითად ირანში ან ჩრდილო კორეაში) წასულიყვნენ, ასევე, ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყნიდან არ გასულიყო ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და კარგად ყოფილიყო დაცული ყველა ის პათოგენი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა საქართველოში.
ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ თბილისში, საბურთალოზე, ასათიანის ქუჩაზე "შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგური" ფუნქციონირებდა, რომელსაც დღეს "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" ჰქვია და სადაც თითქმის 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის საშიშ პათოგენებზე მუშაობდნენ.

საბჭოთა პერიოდში შეიქმნა ტაბახმელას ბიოლოგიური კომბინატიც, რომელიც ვაქცინებს აწარმოებდა, მაგრამ საიდუმლო გეგმის მიხედვით, 24 სთ-ში შეეძლო გადაეწყო სამუშაო პროცესი და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების გამოშვება დაეწყო.
საქართველოში ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მცოდნე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გახლავთ, რომელმაც "კვირის პალიტრასთან" საუბარში განგვიცხადა:

"ამერიკული მხარე სერიოზულად უფრთხოდა, რომ საბჭოთა პერიოდიდან საქართველოში შემორჩენილი საშიში პათოგენები, ტექნოლოგიები და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები მთელ მსოფლიოში არ გაბნეულიყვნენ, თუნდაც მაღალი ანაზღაურების გამო. სწორედ ამ მიზნით "ნან-ლუგარის" პროგრამის ფარგლებში ამერიკულმა მხარემ დაიწყო აქტიური დახმარება, რათა გაზრდილიყო პათოგენების დაცვის დონე. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თბილისის აეროპორტთან თანამედროვე ბიოლოგიური ლაბორატორიის აგება, რომელსაც მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუწყია. ასე რომ, იქ, ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა და მით უმეტეს, წითელას ხელოვნური გავრცელება".

ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი საფუძველი, არ დავუჯეროთ ბატონ პაატა იმნაძეს, რომელიც ძალზე დიდი ხანია, ამ სფეროში საქმიანობს და იმით ამაყობს, რომ ასათიანზე "შავი ჭირის" სადგურში 70 წლის განმავლობაში საშიში პათოგენების "გაქცევის" ერთი სახიფათო შემთხვევაც არ მომხდარა.

რაც შეეხება ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად საშიში პათოგენების გამოყენებას, ამისთვის ბიოლოგიური უსაფრთხოების მესამე დონის ძვირად ღირებული ლაბორატორიის აგება საჭირო სულაც არ არის - ჭკვიან, მაგრამ ბოროტ ბიოლოგს სახლის პირობებშიც შეუძლია "ჯოჯოხეთური მანქანის" შექმნა, თუკი საჭირო პათოგენებს მოიპოვებს.
თუ ყველა საშიშ პათოგენს თბილისის ცენტრალური უბნიდან, ასათიანის ქუჩიდან, ახალგახსნილ, თანამედროვე ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მესამე დონის ლაბორატორიაში გადაიტანენ და იქ გააგრძელებენ მათზე მუშაობას, ამაში ცუდი არაფერი იქნება. ისე, ამავე მესამე დონის დაცვის ბიოლოგიური ლაბორატორიები ევროპაში, კერძოდ კი ლიონში, სტოკჰოლმსა და გერმანიაში, კოხის ინსტიტუტშიც არის განთავსებული.
სიმართლე რომ ითქვას, ამ ბიოლაბორატორიის ასაშენებელი ადგილი თავის დროზე ქართულმა მხარემ არცთუ სწორად შეარჩია, რადგან ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 1,5კმ-ში მდებარეობს და შედარებით რეალურია საჰაერო ინციდენტის საფრთხე - მიწისძვრებისგან დაცული შენობა ჰაერიდან დაუცველია...
თბილისელი
11 მაისი 2013 15:40
///ნაცების დუდუკზე ცეკვაში გადაგცვეთია მუხლები!///
qartveli,
ასეთი "დასკვნის" გაკეთება მხოლოდ შენს ვიწრო თვალსაწიერზე მეტყველებს. ესეც რბილად რომ ვთქვა.
რისი თქმა გინდა, რომ ვისაც კონსპიროლოგია სასაცილოდ არ ჰყოფნის, ესე იგი ისინი ნაცები არიან? )
შენი ჭკუით, თუ ნაცი არ ხარ, აუცილებლად მაგ კრემლის პრეზერვატივი კონსპიროლოგიის უნდა გჯეროდეს? )
მიშისტების მოწინააღმდეგეთა იმაზე უარესად დახასიათება შეუძლებელია, ვიდრე შენი სიტყვებიდან გამოდის...
ამაზე "ოცნებას" შეუძლია თქვას - უფალო, ასეთი მომხრეებისგან დამიცავი და მტრებს მე თვითონ მივხედავო.


shoda
///როგორც ყველა მიშაიეს მომხრე ყველაფერი რო იცით, ნუთუ იმას ვერ ხედავთ, რომ ეს სტატია აბსოლიტურად ცრუა!///
მიშაიას მომხრე თავიც გაბია, თუ კარგია.
ბატონო ირაკლი, მე თქვენს ადგილას აღვშფოთდებოდი. მერე რა ეს ბატონი რომ მთლად საღ ჭკუაზე არ უნდა იყოს.


P.S. რამდენიმე წელიწადს, როცა შევარდნაძე სამხედრო გადატრიალებით მოვიდა, ნებისმიერ კრიტიკაზე (არადა, საკრიტიკოსა და საგინებელის მეტი რა ექნებოდა) ასე პასუხობდა - ზვიადისტები ხართ თქვენო.
თუ არ გიტყდებათ მაგ სატანის ანასხლეტის მეთოდის გადმოღება, კარგი, მიძახეთ ნაცი, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, თავის დამოუკიდებლად განძრევის საჭიროება რომ მაშინვე თქვენს აღშფოთებას იწვევს. მხოლოდ ქვევრად გრძობთ თავს კომფორტულად - ჩაგძახებენ, თქვენც ასძახებთ, ჩაგძახებენ, ასძახებთ და ხართ ბედნიერად.
ვთპუ.
არა, ლავროვი და კიდევ სხვა ღორები რომ იმეორებენ - ქართველები ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებენ თბილისთან ლაბორატორიებში და მერე იმით სამხრეთ ოსეთს წამლავენო - ამათი ხომ კარგად გჯერათ?
შემირცხვენია თქვენი ქართველობაც და ინტელექტიც.
messi
11 მაისი 2013 11:58
სილვერმანი ფსბს აგენტის შთაბეჭდილებას ტოვებს რაც სრულებითაც არა არის გამორიცხული
ramazi
05 მაისი 2013 02:25
ვემხრობი რომ საქართველოში არსებობდეს ამ ტიპის ლაბორატორია.
I. ქართველ მეცნიერებს- უნდა ქონდეთ სათანადოდ აღჭურვილი და საიმედოთ დაცული ლაბორატორია რომ კვლევები განახორციელონ. მაინდამაინც მართლა საზღვარგარეთ უნდა გარბოდნენ და იქ მოღვაწეობდნენ? მერე იჯექით და უყურეთ P.S.-ში
II. ლაბორრატორია იმისთვის არის ქვეყანაში საჭირო, (უაზროდ მოლაყბეების გასაგონად) რომ უმოკლეს ვადებში მოხდენს დაავადების შესწავლა და დიაგნოზის დასმა.
III. მართლა რომ ხდებოდეს ამგვარ იარაღზე მუშაობა, 6 თვეზე მეტია თავდაცვის და ჟამრთელობის დაცვის სამინისტროები გადაიბარა ახალამა ხელისუფლებამ და აქამდე ატეხდნენ განგაშის სიგნალს, რომ წინა ხელისუფლება გამოილანძღათ.
IV. თუკი 70-80 წელია თბილიში, მითუმეტეს ცენტრში და ამ ლაბორატორიასთან შედარებით დაუცველ ადგილას ინახებოდა ამგვარი ბაქტერიეები, იმის მაგივრათ რომ გადააქვთ უფრო დაცულ შენობაში, ამას აკრიტიკებთ და პრეტენზიებს გამოთქვამთ. რა უკეღმართობაა...

რედაქტორის რჩევით