ჯონჯოლისთვის დაჭერილნი...
06-05-2013
ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეთა ხშირი დაკავებით მოსახლეობის დაშინებას ცდილობენ

დღე არ გავა, რომ არ გავრცელდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან რუსი მესაზღვრეების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების შესახებ - ზოგს ფიჩხის შეგროვებისთვის აკავებენ, ზოგს - ჯონჯოლის მოკრეფის დროს...

რას უნდა ნიშნავდეს ასე გახშირებული ინციდენტები ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან?
პირველ რიგში, ეს უცილობლად გამოიწვია გაზაფხულის დადგომამ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ათწლეულობით მიჩვეულ ადგილებში ერეკება საქონელს და იწყებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ,
ეს ადგილები დღეს ოკუპირებულია და იქ რუსი მესაზღვრეების სასაზღვრო-საკონტროლო ზოლებია მოწყობილი. მათთვის თითოეული ქართველი - მოხუცი მწყემსი თუ ჯონჯოლის მოყვარული ახალგაზრდა - "საზღვრის დამრღვევია" და დიდი ენთუზიაზმით აკავებენ მათ, რათა ეს სტატისტიკური მონაცემები მოსკოვში, ხელმძღვანელობას გადასცენ და თავიანთი წარმატებული საქმიანობის შესახებ უპატაკონ.

თავის მხრივ, "საზღვრის
დამრღვევთა" რიცხვის ზრდა ხელს აძლევს სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რადგან ისინი ყოველი დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ აფიქსირებენ თავიანთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრებს".

ასეთი დაკავებების რიცხვის ზრდა მოქმედებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან მცხოვრებ ქართველებზეც, რომელთა შეგნებაში ძალაუნებურად იკიდებს ფეხს სწორედ ის აზრი, რომლის დამკვიდრებაც ასე სურთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს - რომ "საზღვრის" იქით საქართველოს კანონები არ მოქმედებს და იქით გადასვლა სახიფათოა...
mishiko
12 მაისი 2013 02:07
ქართველი არაკაცები ფულზე ავღანეთში კი არა,აი იქ უნდა მეხედათ მაგათ!!!
DONECK
09 მაისი 2013 00:43
საჭიროა კონტრ ზომები! ერთი ორი სნაიპერი არის საკმარისი
თბილისელი
08 მაისი 2013 19:15
ბატონო ირაკლი, მთავარი ის არის, რა საფუძველზე აშვებინებენ ჩვენებს იქიდან - რომ შეცდნენ, ”საზღვარი დაარღვიეს” და მეტს აღარ იზამენ, თუ უბრალოდ, არ უნდა დაეჭირათ და ამიტომ არიან გამოსაშვები?
ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

რედაქტორის რჩევით